"პოლიციური რეჟიმი, რომელიც მხოლოდ მდიდრებს და მათ ქონებას იცავს - გრძელდება" - კაკაბაძე

"პოლიციური რეჟიმი, რომელიც მხოლოდ მდიდრებს და მათ ქონებას იცავს - გრძელდება" - კაკაბაძე

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში "საქართველოში გამეფებული უსამართლობის" შესახებ წერს.

"ამ ქვეყანაში, სადაც სინდისს და ნამუსს მასხრად იგდებენ, სადაც ადამიანი ღირებულება არ არის, სადაც უსამართლობა მეფობს, და ფული ყველაფერს ყიდულობს - წესიერი კაცის ადგილი ციხეშია! საქართველოში წარმოუდგენელი უსამართლობა სუფევს! პოლიციური რეჟიმი, რომელიც მხოლოდ მდიდრებს და მათს ქონებას იცავს - გრძელდება. სამოქალაქო დაუმორჩილებლობა არის ერთადერთი გზა. ჩვენ გადავდივართ სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე. იქ, სადაც როლანდ ახალაია აქციას მოუძღვება, ჩემნაირი ადამიანების ადგილი ციხეშია. იქ, სადაც იპოთეკარების მსხვერპლი ადამიანები უსახლკაროდ რჩებიან და ჩარჩები მდიდრდებიან, ჩემნაირი ადამიანების ადგილი ციხეშია. იქ, სადაც მკვლელები ჭკუას გვასწავლიან და სინდისს და ნამუსს დასცინიან, ჩემნაირი ადამიანების ადგილი ციხეშია. იქ, სადაც პოლიცია ნაცისტებს და ბურჟუებს იცავს, ჩემნაირი ადამიანების ადგილი ციხეშია! ჩვენი გზა არის არაძალადობრივი. ვიწყებთ პირდაპირ შეტევებს სახელმწიფო დაწესებულებებზე, ბანკებზე და გაქსუებულ ბურჟუაზიაზე. ძალაუფლება ხალხს!", - წერს კაკაბაძე.

იხილეთ ასევე: ირაკლი ღარიბაშვილო, გონს მოდი დროზე.. - ირაკლი კაკაბაძე მთავრობას მიმართავს

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს