კოსმოსურმა ზონდმა კომეტაზე ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინა

კოსმოსურმა ზონდმა კომეტაზე ცოცხალი ორგანიზმები აღმოაჩინა

"ფილას" კოსმოსურმა ზონდმა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტაზე ორგანული მოლეკულები აღმოაჩინა, რომლებიც შესაძლოა, მონაწილეობას იღებდნენ სიცოცხლისთვის საჭირო შენაერთების წარმოქმნაში,- ამის შესახებ The Wall Street Journal ”როზეტას” მისიაში მონაწილე გერმანულ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას. შენაერთები რობოტის ერთ-ერთმა ინსტრუმენტმა აღმოაჩინა. აღსანიშნავია, რომ ისინი ნახშირბადის ატომებს შეიცავენ. ამ დროისთვის მეცნიერები არსებული მონაცემების შესწავლით არიან დაკავებულები. მომავალში მათ კომეტის გრუნტის ნიმუშების შესწავლაც მოუწევთ.

შეგახსენებთ, რომ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს მიერ მოწოდებული მონაცემები მზის სისტემის ადრეული ევოლუციის შესწავლისთვისაა აუცილებელი, რადგან მისმა მატერიამ უკანასკნელი 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში თითქმის არანაირი სახეცვლილება არ განიცადა. გარდა ამისა, მან შეიძლება ნათელი მოფინოს დედამიწაზე სიცოცხლის და წყლის წარმოშობის ისტორიას.

მომზადებულია www.ibtimes.com-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს