როცა ძალადობა ურთიერთობის მიღებული ფორმაა - ''ხალხს ერთ ტოტზე ჰკიდია ტრანსგენდერი, მასგენდერი, ქალი, კაცი...''

როცა ძალადობა ურთიერთობის მიღებული ფორმაა - ''ხალხს ერთ ტოტზე ჰკიდია ტრანსგენდერი, მასგენდერი, ქალი, კაცი...''

''მილკი'' '' ასე ჰქვია 2008 წლის ფილმს, რომელშიც შონ პენი შესანიშნავად განასახიერებს პირველ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომელიც საჯარო სამსახურში აირჩიეს და თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა. მილკი აქტიურად იბრძოდა გეებისა და ლესბოსელების უფლებების დასაცავად. 1978 წელს ის საკუთარმა კოლეგამ მოკლა, რომელსაც თანამდებობის დაბრუნება სურდა. ამ მძიმე ისტორიის შემდეგ სექსუალური უმცირესობების კერპად იქცა. დაკრძალვის ცერემონიალზე ფერადი დროშებით უამრავი ადამიანი მივიდა. დამნაშავეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც კიდევ ერთხელ გახდა უკმაყოფილების მიზეზი, როგორც ზედმეტად ლიბერალური განაჩენი. განაჩენს მასობრივი არეულობა მოჰყვა და უმცირესობების პროტესტი ''თეთრი ღამის აჯანყებით'' შევიდა ისტორიაში.

გასულ კვირას საქართველოში 25 წლის ტრანსგენდერი მოკლეს. საბი (წარსულში ბექა) ბერიანი კახეთში დაიბადა და გაიზარდა. ორი წლის წინ გადაცემა ''პროფილს'' სტუმრობდა, სადაც მოჰყვა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ნათესავებთან ურთიერთობა აღარ ჰქონია და მხოლოდ დედას ეკონტაქტებოდა. სამწუხაროდ, დედამ, რომელიც საბის საკუთარ დაბადების დღეზე, 15 ნოემბერს, სოფელში ელოდებოდა, შვილის წამებით სიკვდილის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

სექსუალური უმცირესობების თემაზე საქართველოში, პირველ რიგში, გასული წლის 17 მაისი გაგახსენდებათ, როდესაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად რუსთაველზე მისულ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს მოსახლეობის ნაწილი ელოდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მაშინ საქმეში პოლიცია ჩაერია და ისინი შედარებით მშვიდად გაარიდეს ქალაქის ცენტრს. სწორედ ეს დღე გახდა გადამწყვეტი, რომ ტელევიზიებსა და პრესაში ღიად დაიწყო საუბარი ჰომოფობიაზე.

სექსუალური უმცირესობების დაცინვისა თუ მიუღებლობის გამო, ტელევიზიებს არაერთხელ მოუწიათ ბოდიშის მოხდამ ან თანამშრომლების გაშვებამ. ჰომოფობიურმა განცხადებებმა რამდე-ნიმე პოლიტიკოსის კარიერა თითქმის შეიწირა, რადგან მათ დღემდე უხსენებენ უმცირესობის მისამართით გამოყენებულ სიძულვილის ენას. ყველას კარგად გვახსოვს ოპერის მომღერალ თამარ ივერის შეფასებებით გამოწვეული სკანდალიც, მისი კარიერაც კინაღამ შეიწირა გეების მისამართით გამოთქმულმა არაკორექტულმა მოსაზრებებმა. არსებობს აზრი, რომ ეს თემა ხელოვნურია და რეალურად სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველები ისე წარმოაჩენენ, თითქოს გეები, ლესბოსელები, ტრანსსექსუალები იჩაგრებიან და ამით დასავლეთიდან სერიოზულ გრანტებს იღებენ. სინამდვილეში კი ქართველებს ტოლერანტობა არ გვესწავლება.

საქართველოში ხშირად გავრცელებულა ჭორები ცნობილი მომღერლებისა თუ პოლიტიკოსების განსხვავებული ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ღიად არც ერთ ცნობილ სახეს არ დაუფიქსირებია, რომ გეი ან ლესბოსელია. არადა, ანონიმურად ჩაწერილი ზოგიერთი განსხვავებული ორიენტაციის სექსმუშაკი ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი მომსახურებით არაერთ ცნობილ სახეს უსარგებლია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს