გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას მამა-შვილი სასწაულებრივად გადაურჩა

გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეულ აფეთქებას მამა-შვილი სასწაულებრივად გადაურჩა

ოთხი წლის გოგონა და მისი მამა სასწაულებრივად გადაურჩნენ სიკვდილს მას შემდეგ, რაც მათი სახლი გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქდა. მამა-შვილს მხოლოდ მცირე ტრავმები აქვთ მიღებული.

საუთჰემპტონში მეზობლებმა 36 წლის მამაკაცი და მისი ქალიშვილი სახლის ნანგრევებიდან გამოიყვანეს. ჰემფშირის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ინციდენტის შესახებ მრავალი ზარი შევიდა სახანძროში.

”სენტ მერის განყოფილება პირველი მივიდა შემთხვევის ადგილზე და აღმოაჩინა მთლიანად დანგრეული ორსართულიანი სახლი, რომლის მცხოვრებნიც საბედნიეროდ, სერიოზული ტრავმების გარეშე გადარჩნენ. მამა-შვილი გადაყვანილი არიან საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად, მაგრამ როგორც ექიმები პირველადი შემოწმების შედეგად იტყობინებიან, მათ ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი არ მიდგომია”, - განაცხადა სახანძროს წარმომადგენელმა.

სადგურის მენეჯერმა სტივ ბიუქენენმა განაცხადა: ”ფაქტი, რომ ორივენი უვნებლად გადარჩნენ, სხვა არაფერია, თუ არა სასწაული. აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწია, რომელიც მთელ სახლში გავრცელდა”.

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს