რა ქონება არ აქვს ასახული ყვარლის გამგებელს ქონებრივ დეკლარაციაში

რა ქონება არ აქვს ასახული ყვარლის გამგებელს ქონებრივ დეკლარაციაში

ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის ილია მზექალაშვილის მეუღლე ეკატერინე ზაუტაშვილი შპს "ქინძმარაული ყვარელის" ერთ-ერთი მესაკუთრეა, თუმცა გამგებელს მეუღლის ეს ქონება დეკლარაციაში ნაჩვენები არ აქვს.

შპს "ქინძმარაული ყვარელში" ეკატერინე ზაუტაშვილი 40%-ს ფლობს. 40%-ის მფლობელია ეკატერინე ზაუტაშვილის ძმა გიორგი ზაუტაშვილი, 20%-ს კი ეკატერინეს და - ნატო ზაუტაშვილი ფლობს.

"ალბათ, გამომრჩა, გავასწორებ. კარგია, რომ შემახსენეთ", - განუცხადა ილია მზექალაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

თავად გამგებელი სოფელ შილდაში მდებარე ღვინის ქარხნის 35%-იან წილს ფლობს. გასულ წელს, მზექალაშვილმა აღნიშნული კომპანიიდან 84 128 ლარის შემოსავალი მიიღო. ილია მზექალაშვილის თქმით, გამგებლად დანიშვნის გამო კომპანიის დირექტორის უფლებამოსილება მოიხსნა, თუმცა ღვინის ქარხნიდან შემოსავალს ჩვეულებრივ იღებს.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ილია მზექალაშვილის საკუთრებაშია ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე 714.00 კვ.მეტრი სახლი და საბურთალოზე, საირმის ქუჩაზე მშენებარე 125.00 კვ.მეტრი ბინა. გამგებლის მეუღლეს ეკატერინე ზაუტაშვილს ეკუთვნის ასევე საირმის ქუჩაზე მდებარე 135.51 კვ.მეტრი ბინა და სულხან ცინცაძის ქუჩაზე 72.36 კვ. მეტრი მშენებარე ბინა.

გამგებლის საკუთრებაშია ასევე, ორი ავტომობილი, 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და ანაბარი 735 ათასი დოლარის ოდენობით.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა