ფილადელფიაში "იესო" წყალზე გავლის გამო დააკავეს

ფილადელფიაში "იესო" წყალზე გავლის გამო დააკავეს

ასობით ფილადელფიელმა გააერთიანა საკუთარი ძალები, რათა ადგილობრივ ვარსკვლავს - "იესოს" გაუწიოს დახმარება, რომელიც ქალაქის პარკში წყალზე სიარულის გამო დააკავეს.

იესო - იგივე ქუჩის არტისტი მაიკლ გრანტი ყოველ დღე სხვადასხვა წარმოდგენებს დგამდა პარკში, რომელთა შორისაც ერთ-ერთ მთავარ ნომერს ხალხის თვალწინ წყალზე გავლა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გრანტი ყველა მსურველს ნათლავს. რამდენიმე დღის წინ, "იესო" წარმოდგენას მართავდა, როდესაც მასთან პოლიციელები მივიდნენ და პარკიდან წასვლა მოთხოვეს. გრანტმა უარი თქვა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რის შემდეგაც, იგი დაუმორჩილებლობის მუხლით დააპატიმრეს. ამ ამბავმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა ფილადელფიაში. გრანტის დასახსნელად სოციალურ ქსელებში, ადამიანები ჰაშტეგით #FreePhillyJesus, მის გათავისუფლებას ითხოვენ. თვითონ მსახიობი წაყენებულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამ გზით ღვთის სიტყვის გავრცელებას ცდილობს.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს