მეგრელი მამაკაცის დაუჯერებელი თაღლითური ისტორია - თამაზ ნოდია რუსებს ინგლისურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა

მეგრელი მამაკაცის დაუჯერებელი თაღლითური ისტორია - თამაზ ნოდია რუსებს ინგლისურის ნაცვლად მეგრულს ასწავლიდა

თამაზ ნოდიას ისტორიაზე წლების წინ მთელი საქართველო საუბრობდა, მაგრამ ბევრს ისტორია მითი ეგონა, თუმცა ეს რეალობაა. ის არის მამაკაცი, რომელმაც მეგრული ენა რუსეთში შემოსავლის წყაროდ აქცია, ის ინგლისურად "გაასაღა" და ამის გამო ციხეშიც მოიხადა სასჯელი...

ინტერვიუ ერთადერთ ქართველ მამაკაცთან, რომელმაც მეგრული ენა რესპუბლიკის გარეთ გაიტანა, ჟურნალისტ გურამ გორელიშვილის ვიდეოარქივში ინახებოდა და ამ დღეებში ის Youtube-ზე გამოქვეყნდა. ინტერვიუში თამაზ ნოდია ყვება იმ გარემოებებზე, რის გამოც გადაწყვიტა "პედაგოგიური საქმიანობა" დაეწყო.

"ეს მოხდა 74-78 წლებში, მეექვსე წელს დამიჭირეს", - იხსენებს თამაზ ნოდია.

VIDEO

"მე გაჭირვებული კაცი ვიყავი, ოჯახობა მყავდა ავად. იძულებული გავხდი წავსულიყავი. სამსახურის ძიებისას მკითხეს, უცხო ენა თუ იციო... ვიცი-თქო, ვუთხარი...

მოსკოვში, უნივერსიტეტში მასწავლებლის დიპლომი ვიყიდე. ამ დროს მამაჩემი ფოთში ცხოვრობდა. დაველაპარაკე და ვუთხარი, სასწრაფოდ მჭირდება გოგებაშვილის ანბანი-თქო. რად გინდა, აქ არ გისწავლია და მანდ რაში დაგჭირდაო, - გაუკვირდა მამაჩემს. გამომიგზავნა და მეექვსე-მეშვიდე დღეს ბავშვებს დავაწყებინე ქართული ანბანის შესწავლა და შემდეგ უკვე მეგრულის წარმოთქმა. გავიდა 5-6 თვე და დაიწყეს ბავშვებმა თავისუფლად მეგრულად საუბარი, გამიხარდა.

გავიდა მეექვსე წელი და ერთ-ერთი მოსწავლე - ნინაკა, რომელიც შვილივით მიყვარდა, მოსკოვში წავიდა ლომონოსოვის უნივერსიტეტში სასწავლებლად. ჩავიდა ნინაკა, კითხეს, რა ენა იციო, ინგლისური ვიციო, უთქვამს. მოიყვანეს ინგლისურის ლექტორი, ელაპარაკება ინგლისურად და ეს მეგრულად პასუხობს. კაცს უთქვამს, ვერ გავიგე ეს რა ენააო. ამის შემდეგ ფრანგულად დაელაპარაკნენ, მაგრამ ვერც ფრანგულად გააგებინეს ვერაფერი. ბოლოს, თურმე, ნახეს ჩემი მოსწავლის სკოლის ატესტატი და ასე მომაგნეს. ამის შემდეგ დაიჭირეს", - ამბობს თამაზ ნოდია ინტერვიუში.

იხილეთ ვიდეო

"ფოტოები გახმაურებისთვის არ დამიდია, უბრალოდ მენიშნა..." - რას ამბობს "ოცნების" დეპუტატი, რომელიც "ფეისბუქზე" პოსტის გამო გააშარჟეს

"ბერი გაბრიელის საფლავზე 8 წლის ასაკში პირველად აიდგა ფეხი" - შშმ ოჯახი, რომელიც 200 ქართული ტაძრის მოლოცვას გეგმავს, მორწმუნეებს თხოვნით მიმართავს

რემონტი სახლიდან გაუსვლელად