სამარშრუტო ტაქსის კარში მოყოლილი ბავშვი მძღოლმა ასფალტზე ათრია

სამარშრუტო ტაქსის კარში მოყოლილი ბავშვი მძღოლმა ასფალტზე ათრია

შემზარავი ინციდენტი მოხდა ქალაქ ბიისკში. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ვერ შეამჩნია, რომ კარში ბავშვი იყო მოყოლილი და ასფალტზე ორმოცდაათი მეტრის მანძილზე ათრია. შემთხვევის შემდეგ მძღოლი მიიმალა. მას სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ.

თვითმხილველთა ცნობით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებაზე იდგა და ხალხი ჩადიოდა. მათ შორის იყო დედა შვიდი წლის შვილით. ქალმა სამარშრუტო ტაქსიდან ჩასვლა მოასწრო და ბავშვს ეხმარებოდა ჩამოსვლაში, თუმცა ამ დროს კარები დაიხურა და ბავშვი მათ შორის მოყვა. შემდეგ ტრანსპორტი დაიძრა და ბავშვი თან გაითრია.

მძღოლმა კარები მხოლოდ მას შემდეგ გააღო, რაც მგზავრების კივილი გაიგონა. შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ არაფერია ცნობილი. მძღოლს კი პატიმრობა ემუქრება სამსახურებრივი გულგრილობისთვის.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს