ოჯახის წევრები ილკარ მურადოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის აზერბაიჯანიდან ექსტრადიციას ითხოვენ

ოჯახის წევრები ილკარ მურადოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილის აზერბაიჯანიდან ექსტრადიციას ითხოვენ

სამი თვის წინ მოკლული, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მცხოვრები ილკარ მურადოვის ოჯახის წევრები მკვლელობაში ეჭვმიტანილის, ამავე სოფელში მცხოვრები ნიაზ მუსაევის აზერბაიჯანიდან ექსტრადიციას და მის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ. დაზარალებულების თქმით, პოლიციას ყველა მტკიცებულება გააჩნია, მაგრამ არ რეაგირებს. 

მათი მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა, თუმცა ნიაზ მუსაევმა მიმალვა და საზღვრის გადაკვეთა მაინც მოახერხა. ისინი ეჭვობენ, რომ მუსაევმა საზღვრის დაცვის პოლიცია მოისყიდა, რადგან საზღვარზე მისი გადასვლის ფაქტი დაფიქსირებული არ არის.

"აზერბაიჯანში გვითხრა პროკურორმა, ჩვენ უფლება არა გვაქვს ეს მკვლელი აქ დავიჭიროთო, საქართველოდან უნდა მოითხოვონ მისი გადმოცემაო. თბილისის პროკურატურაში გვითხრეს, მკვლელს ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ვერ გადმოვიყვანთო",- განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ილკარ მურადოვის სიდედრმა სეიდა ყურბან ყიზიმ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა