კესარია: "არ მაინტერესებს დათოს ვინ ''დაეჩალიჩება'' და ვინ - არა''

კესარია: "არ მაინტერესებს დათოს ვინ ''დაეჩალიჩება'' და ვინ - არა''

კესარია აბრამიძე ბოლო დროს სულ უფრო პოპულარული ხდება. პროფესიით მსახიობი პირველად გადაიღეს სერიალ ''ფსიქოპატთა თამაშებში'', ხშირად იწვევენ სხვადასხვა შოუებში. გასულ კვირას გადაცემა ''ღია ეთერის'' სტუმარი იყო. სტუდიაში კესარიას გვერდზე მომღერალი დათო ხუჯაძე იჯდა, რომელსაც არ დაუმალავს, რომ ტრანსგენდერებსს მასთან ურთიერთობა შეუთავაზებია. გადაცემასთან დაკავშირებით კესარიას რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- კესარია, დათო ხუჯაძე ამბობდა, რომ ტრანსგენდერი მას ''დაჩალიჩებია'', მაგრამ მას მოსწონს ქალები და ისინი არ აინტერესებს. საინტერესოა, რა მოხდა გადაცემის შემდეგ. თქვენი ერთად გადაღებული სელფი გამოაქვეყნე.

- ვისი ინიციატივით გადაიღეთ სურათი?

- დათო დადებითი და კარგი ადამიანია. ინიციატივა ვისი იყო, ნამდვილად არ მახსოვს. ამას მგონი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

- ხომ არ უთქვამს, ასეთი შემთხვევა მოსკოვში მოხდა თუ თბილისში?

- არ ვიცი, არ მაინტერესებს დათოს ვინ ''დაეჩალიჩება'' და ვინ - არა, დათოს ჰკითხეთ.

- დათო ამ გადაცემის დროს გაიცანი?

- კი, საგრიმიოროში შევხვდით პირველად.

- მის შემოქმედებას იცნობ?

- დათოს შემოქმედებას მე კი არა, მთელი საქართველო იცნობს, მე რატომ არ უნდა ვიცოდე.

- მოგწონს?

- რას გულისხმობ?

- მის სიმღერებს.

- ნიჭიერი მომღერალია. მისი რამდენიმე ჰიტი ბავშობას მახსენებს.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება