21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მეტი ყურადღება მიაქციეთ დღის მოვლენებს. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან, ვისთანაც შეიძლება მომავალში სასიყვარულო კავშირი გააბათ, თუ ქცევის მანერას შეცვლით.

კურო

თუ ამაღლებულ განწყობაზე იქნებით, წვეულების ორგანიზატორობასაც კარგად გაართმევთ თავს. ზოგიერთებს დიდი დრო დასჭირდებათ საბუთების გასაფორმებლად.

ტყუპი

მაქსიმალურად მოერიდეთ ნეგატიური ხასიათის გამოვლინებას. ეს გაგიფუჭებთ ურთიერთობას როგორც საყვარელ ადამიანთან, ასევე საქმიან პარტნიორებთან. უმჯობესია, მნიშვნელოვანი შეხვედრები 2-3 დღის შემდეგ დანიშნოთ.

კირჩხიბი

საინტერესო შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთები ბიზნესპარტნიორებს გაიჩენენ, ზოგიც, ვინც უფრო იაქტიურებს, სასიყვარულოს. თქვენი წარმატება თქვენს ხელთაა.

ლომი

კარგი დღეა საყიდლებისთვის. ახლობლებისა და საკუთარი თავისთვის საჩუქრების შესარჩევად. დახარჯული თანხაც კი ვერ გაგიფუჭებთ განწყობას.

ქალწული

ნუ ეცდებით დაძაბული ურთიერთობის, ჩახლართული საქმის გარჩევას, კიდევ უფრო ჩახლართავთ ყველაფერს. უმჯობესია, ყველაფერი ან სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, ან დაანებოთ თავი.

სასწორი

მომავალ ბიზნეს და საქმიან პარტნიორებთან გელით შეხვედრა. გლობალური არა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით იქნება დატვირთული პირადი ცხოვრებაც.

გაიგეთ მეტი

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს