ცხელი და იაფი კურორტები ზამთრის ოჯახური არდადეგებისთვის (+ ფოტოგალერეა)

ცხელი და იაფი კურორტები ზამთრის ოჯახური არდადეგებისთვის (+ ფოტოგალერეა)

1. ფურტევენურა, კანარის კუნძულები

ულამაზესი ლურჯი ლაგუნები, სერფინგი და ჯირითი. საოცარი პარკები და მუზეუმები აღფრთოვანებაში მოგიყვანთ, იდეალური დასვენების შეგრძნებას გაგიჩენთ და მხიარულად გაგატარებინებთ დროს. სხვათა შორის, იქ ყველაფერი ძალიან იაფია. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელის ფასი 1 ფუნტია. ამიტომ შეზღუდული ბიუჯეტითაც კი, იქ საუკეთესოდ შეძლებთ დროის გატარებას.

2. ტენერიფე, კანარის კუნძულები

ისევ კანარის კუნძულები. ეს ადგილი იდეალური არჩევანია ოჯახებისთვის, სადაც ერთკვირიანი დასვენება 574 ფუნტი დაგიჯდებათ. კუნძული სახელგანთქმულია თავისი ვულკანური კლდეებით, საცურაო პარკებით, ტროპიკული ფრინველებით და მაიმუნების პარკით. მანქანის ქირაობა ტენერიფეზე ყველაზე იაფი - კვირაში 89 ფუნტი ჯდება.

3. გოა, ინდოეთი

გოა, რომელიც ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ზამთარში ცოცხლდება. როდესაც ძლიერი ქარების სეზონი სრულდება, თბილი კლიმატი ბრუნდება და ტურისტები გოას აწყდებიან. საკვები და სასმელი ძალიან იაფი ღირს, მხოლოდ სამი ფუნტი ლუდისთვის, ერთი ფუნტი მსუბუქ სასმელებზე, მანქანის გაქირავება - კვირაში 228 ფუნტი. საბოლოო ჯამში, ერთი კვირის გოაში გატარება 606 ფუნტი სტერლინგი დაგიჯდებათ.

4. შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე

თბილი წყლები, ქვიშიანი პლაჟი, წარმოუდგენელი მარჯნები და თევზები. ორი კათხა ლუდი აქ მხოლოდ სამი ფუნტი ღირს. შარმ ელ შეიხში ერთკვირიანი დასვენება 608 ფუნტი დაგიჯდებათ.

5. მარაკეში, მოროკო

ღია ცის ქვეშ გაშლილი ბაზრობები, გადამყიდველები და საკვები ობიექტები საუკეთესო ატმოსფეროს შეგიქმნიან მარაკეშზე, სადაც ერთკვირიანი დასვენება 633 ფუნტი დაგიჯდებათ. სამაგიეროდ, ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებთან შედარებით, მარაკეშში ორი კათხა ლუდში ცამეტი ფუნტის გადახდა მოგიწევთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს