როგორია 19 შვილის მოვლა? - ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი

როგორია 19 შვილის მოვლა? - ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი

ყველაზე მრავალშვილიანი ოჯახი, რომელიც დღეს ცხოვრობს, ჯაგარების ოჯახია. ჯიმ ბობ ჯაგარსა და მის ცოლ მიშელს 19 შვილი ჰყავს. ამერიკელი ცოლ-ქმრის ყველა შვილის სახელი ჯ-ზე იწყება.

ჯიმ ბობმა და მიშელმა 80-იანი წლების დასაწყისში გაიცნეს ერთმანეთი. ჯიმი ადგილობრივი ეკლესიის სხვა წარმომადგენელთან ერთად გაგზავნეს მიშელთან, რომელსაც ახალი დაწყებული ჰქონდა ეკლესიაში სიარული. გაჩაღდა რომანი და 1984 წლის 21 ივლისს იქორწინეს. თავიდან სულაც არ აპირებდნენ ბევრი შვილის გაჩენას და მიშელი ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებსაც კი იყენებდა. თუმცა მერე წყვილმა მაინც გაბედა პირველი შვილის გაჩენა, რომელიც ქორწინებიდან სამ წელიწადში გაჩნდა. ამაზე გაჩერება გადაწყვიტეს და ისევ განაგრძეს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღება. თუმცა მოულოდნელად ქალი მაინც დაორსულდა და მუცელი მოეშალა. ეს შემთხვევა მათთვის სამაგალითო გახდა – მას მერე აღარ დაუცვიათ თავი და ღმერთს მიანდეს შვილების გაჩენის საკითხი.

გაგრძელება +ფოტოები

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს