"ბავშვები ყოველ ღამე ტირიან, დედა ენატრებათ"

"ბავშვები ყოველ ღამე ტირიან, დედა ენატრებათ"

თურქეთში 14 ოქტომბერს "ქემალ-ფაშაზე" მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში მცხოვრები 31 წლის მანანა აბრალავა დაიღუპა. მას ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. დაღუპულის დედა და ბებია სახელმწიფოსგან შველას ითხოვენ.

"31 წლის გოგო მომიკლეს, ორი მცირეწლოვანი ბავშვი ობლად დატოვეს, ბავშვები ყოველ ღამე ტირიან, დედა ენატრებათ, სული გვტკივა და პასუხის გამცემი არავინ გვყავს. ორ დღეში 40 იქნება ჩემი შვილის. ნახეთ როგორ სახლში ვცხოვრობთ, ამ პატარა "კუხნაში", სადაც გვაწვიმს თავზე, ღმერთს ვთხოვთ, რომ 40 -ზე არ გაწვიმდეს, რომ მესაფლავეებს გავუმასპინძლდეთ. გამწარებული დედა ვარ, დამეხმარეთ, მომეშველეთ, მაპოვნინეთ, გამაგებინეთ, ვინ მომიკლა შვილი - რუსმა, თურქმა, ქართველმა. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, ავარია იყო, მაგრამ ასე უნდა გაიაროს ყველაფერმა? ვინ იყო დამნაშავე, აღძრულია თუ არა სისხლის სამართლის საქმე, რა მანქანა დაეჯახა, დიდი, პატარა, ხომ უნდა ვიცოდე? სად ვეძებოთ სამართალი?", - ამბობს მანანა აბრალავას დედა, ლიზა გაბისონია.

ოჯახის წევრები და ახლობლები "გურია ნიუსთან" აღნიშნავენ, რომ თითქმის ერთი თვეა ოფიციალური წერილით მიმართეს ოზურგეთის რაიონის დეპუტატ ზვიად კვაჭანტირაძეს, რომლისგანაც პასუხი არ აქვთ.

"ზვიად კვაჭანტირაძეს იმიტომ მივმართეთ, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა, აქვს საელჩოსთან ყველაზე დიდი წვდომა, არის ჩვენი რაიონის დეპუტატი, რომელიც წარმოშობით გურიანთიდანაა. გავიდა უკვე 25 დღე და პასუხი არ გვაქვს. გავიგეთ კიდეც, რომ ჩამოსულიც ყოფილა აქეთ, ამის მეტად არ უნდა დაეხმაროს თავის რაიონს? ან მით უმეტეს, მისი სოფლის მკვიდრს? თან, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ის მარშრუტი, რომელშიც გარდაცვლილი იჯდა, არასწორად გაჩერდა, უნდა გაეჩერებინა 50 მეტრით იქეთ, პირველი დამნაშავე ის მძღოლია და შემდეგ მეორე მარშრუტი, რომელმაც გაიტანა", - ამბობენ დაზარალებული ოჯახის ახლობლები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა