ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში მცხოვრები ლ. ქუტიძისა და ო. ქუტიძის ოჯახები გვიან ღამით გაძარცვეს.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ლ. ქუტიძის ოჯახიდან მძარცველებმა 1200 ლარიანი ტელევიზორი, ნოუთბუქი, ფოტოაპარატი, ორი თოფი და სხვა წვრილმანი ნივთები წაიღეს. ხოლო ო. ქუტიძის ოჯახში 700 ლარია დაკარგული.