25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საქმიან პარტნიორებთან და ოჯახის წევრებთან. არავის ეუხეშოთ და აწყენინოთ. მოერიდეთ ახალი ხელშეკრულებების გაფორმებას.

კურო

გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. შეიძლება დაიბრუნოთ ძველი ვალი ან წარსულში შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მიიღოთ. სამსახურთან დაკავშირებით ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს.

ტყუპი

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაგეგმავად. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. ნუ იკამათებთ გარშემო მყოფებთან. მათთან მიმართებაში მეტი ტაქტი და ზრდილობა გამოიჩინეთ.

კირჩხიბი

ნუ იზარმაცებთ და დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გახსოვდეთ, კარგად შესრულებული სამუშაო კარგად ანაზღაურდება. მოერიდეთ ძირად ღირებული და უსარგებლო ნივთების შეძენას.

ლომი

ნუ აჰყვებით ემოციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. გააგრძელეთ საკუთარი საქმეების შესრულება. ყურადღებას ნუ მიაქცეთ გარშემო მყოფების კრიტიკას.

ქალწული

მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და ეცდებით ყველას საქმის შესრულებას.

სასწორი

საქმიანობაში წარმატება გელით. თქვენი პარტნიორიც იამაყებს თქვენით. საღამოს მოსალოდნელია სტუმრიანობა. დატკბით ცხოვრებისეული მომენტებით.

მორიელი

მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტებზე მუშაობისას. მოერიდეთ გარშემო მყოფებისთვის გულის გადაშლას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, გამოიძინეთ.

განაგრძეთ კითხვა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს