მამიკოს დღიური - გულისამაჩუყებელი და "რაღაცნაირი"

მამიკოს დღიური - გულისამაჩუყებელი და "რაღაცნაირი"

როცა სახლში პატარა ბავშვი ჩნდება, გრძნობის ყველა ორგანო მის სიახლოვეს გამცნობს. ჯერ მარტო ყნოსვაც საკმარისია - ისეთი სურნელი ახლავს თან ამ პაწაწინა არსებას, რომ ლამის დაგათროს. მისი კრემების, ზეთების, პუდრების, სველი ხელსახოცებისა და კიდევ "რაღაცნაირი" სურნელება მთელ სახლში დგას. ერთხელ ეს სუნი მთელი დღე დამყვებოდა: ქუჩაშიც, მაღაზიაშიც, მანქანაშიც, სამსახურშიც. მეგონა, ჰალუცინაციები დამეწყო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ შინ სარეცხი ფხვნილი გაგვითავდა და ცოლმა ჩემი მაისური ბავშვის ფხვნილში გარეცხა.

სულ მიკვირს, როგორ ქმნიან ბავშვური ნივთების მწარმოებლები ამ საოცარ სუნებს ისე ოსტატურად, რომ პირდაპირ ათიანში არტყამენ. უფროსი შვილის დაბადების შემდეგ 4 წელი გავიდა. მაშინდელი სურნელებაც ხომ მახსოვს. ახლა ელენეს ნივთებს რომ ვყნოსავ, მეჩვენება, რომ ამდენი წლის შემდეგ ეს სუნები არ შეცვლილა. მაგრამ ეს სურნელება არაფერია თავად ბავშვის სუნთან. ეს ყველაზე ნაზი, მშობლიური და მყუდრო სურნელია ამ ქვეყნად. ერთმანეთთან თითქოს რძის, ატმის, შაქრისა და თაფლის სუნია შეზავებული. ბედნიერების და ანგელოზების სუნი... ყოველდღე გულისფანცქალით მივიჩქარი სახლში, რომ ჩემი ფუშფუშა გოგო ხელში ავიყვანო, გულზე მივიკრა და გემრიელად შევისუნთქო, კიდევ და კიდევ... რა ბედნიერებაა, ეს სუნი რომ ისევ დაბრუნდა ჩვენს ოჯახში.

ბავშვის ხელში ჭერა ნამდვილი ბედნიერებაა. როცა არწევ, ხელებს მისი რბილი სხეული გითბობს. თუ თავისი ციცქნა თითუჩებით შენს ცერს მოეჭიდება, გგონია, რომ აღარასოდეს გაგიშვებს. ხელებზე დაწვენილი ამ ციცქნა არსების შემყურეს გული მეწურება, თან სიყვარული მეძალება და ამდენი ემოციისგან შეპყრობილი ღამეც ვეღარ ვიძინებ. წამოვჯდები და ჩემს გოგოს დავცქერი. საოცარი ძილი იცის...

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს