"ჩემი შვილი ქუჩაში ჩამოატარეს - უნამუსოაო, თავი მოიკლა და არავინ დაუკავებიათ"

"ჩემი შვილი ქუჩაში ჩამოატარეს - უნამუსოაო, თავი მოიკლა და არავინ დაუკავებიათ"

30 წლის ხანუმ ჯეირანოვამ თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც მეუღლის ნათესავებმა ფეხშიშველი სოფელში ჩამოატარეს, ქმარს ღალატობსო, აგინებდნენ და სცემდნენ. 2 თვეა ცნობილია ამ პირთა ვინაობა. ესენი არიან გარდაცვლილის ქმრის ნათესავები: აივაზ, ნოვრუზ, ტელმან და აფკან კასანოვები და ელჩინა ტეიხანოვი. გარდაცვლილის ოჯახი მათ დასჯას ითხოვს, მაგრამ პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

"ჩემი შვილი ქუჩაში ჩამოატარეს - უნამუსოაო, თავი მოიკლა და არავინ დაუკავებიათ. ჩემი გოგო თავს არ მოიკლავდა, რომ არ დაეჭირათ და სოფელში არ ჩამოეტარებინათ. რა უფლებით გახადეს ფეხსაცმელი და წინდები? ვინ არიან, ვინ ეკითხებოდათ? რით ამტკიცებენ, რომ ქმარს ღალატობდა? და თუ ღალატობდა, ამის უფლება ჰქონდათ? ცემდნენ თან, მთელ სოფელს აჩვენეს ასეთ დამცირებულ მდგომარეობაში. ბავშვები მეუღლის სახლში ჰყავდა და ნათესავები მათი ნახვის უფლებასაც არ აძლევდნენ. 2 დღის შემდეგ თავი ჩამოიხრჩო", - ამბობს გარდაცვლილის დედა ეთერ ჯეირანოვა.

საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოს მაცხოვრებლებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურეს თვითმკვლელობამდე ხანუმ ჯეირანოვაზე ზეწოლის ფაქტი.

"ყვიროდა, მიშველეთო, მაგრამ არავინ დაეხმარა. ქმარს არ უნდა უღალატოს. ასე ხდება ხოლმე, როცა ამ წესებს არღვევენ. მერე გავიგეთ, რომ თავი მოიკლა", - ამბობს თვითმხილველი.

აღსანიშნავია, რომ საჯარო შეურაცხყოფის შემდეგ, როცა ხანუმ ჯეირანოვა სახლში დააბრუნეს, მამამ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. "რამდენჯერმე წამოვარტყი, მაგრამ არ მითქვამს, რომ თავი მოეკლა", - ამბობს ქალის მამა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა