გორის რაიონში რეიდები გამკაცრდა

გორის რაიონში რეიდები გამკაცრდა

შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოს რაიონული განყოფილებების და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ქალაქ გორში და გორის რაიონში რეიდები გაამკაცრეს.

მიმდინარე კვირიდან ღამის საათებში ავტომანქანების საბარგულების შემოწმებაც დაიწყეს. საბარგულების შემოწმება, ძირითადად, "უაზის" და მიკროავტობუსების გაჩერების შემთხვევაში ხორციელდება. გატარებულ "სამძებრო ღონისძიებებში" ტაქსები და მათი მგზავრებიც ხვდებიან. "საეჭვო" მძღოლები ან მგზავრები შემოწმების მიზნით ნარკოლოგიურ ცენტრში მიჰყავთ.

პოლიციის პიკაპები ატენის და უფლისციხის გადასახვევთან, გორი-მცხეთის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დგას. პოლიციის დეტექტივები კი ყველა სოფელში მოძრაობენ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა