პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო

განახლება| მარგველაშვილი პარლამენტს მოსმენებთან დაკავშირებული კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ საგნგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა. კანონპროექტს 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს".

იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩებოდა და ამოქმედდებოდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა დღევანდელი კონსტიტუციით გამარტივებულია, პარლამენტს ამისთვის 76 ხმა სჭირდება. მოქმედი კონსტიტუციით, თუკი პარლამენტი ვეტოდადებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის შენიშვნების გაზიარებას აპირებს და ვეტოს დაძლევა არ სურს, შენიშვნათა მისაღებად საკმარისია ხმათა იგივე რაოდენობა, რაც კანონპროექტის მიღებას სჭირდებოდა – დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა (სულ მცირე 50 ხმა).

პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში კი, რაც პირვანდელი კანონპროექტის კენჭისყრას გულისხმობს, მის მისაღებად საჭირო იქნება პარლამენტის სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი - ანუ 76 ხმა.

იმ შემთხვევაში თუ პრეზიდენტი ვეტოდაძლეულ კანონს დადგენილ ვადაში ხელს კვლავ არ მოაწერს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა