ღარიბაშვილის პარლამენტარი ცოლის ძმა მარგველაშვილს აკრიტიკებს - "კარდაკარ ვიარეთ, რომ მისთვის რეიტინგი აგვეწია"

ღარიბაშვილის პარლამენტარი ცოლის ძმა მარგველაშვილს აკრიტიკებს - "კარდაკარ ვიარეთ, რომ მისთვის რეიტინგი აგვეწია"

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს ვეტო დაადო, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღევანდელ საგნგებო ბრიფინგზე განაცხადა [დეტალები].

მარგველაშვილი ფარული მიყურადების გასაღებთან დაკავშირებით, პარლამენტს ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. ალტერნატიულ ვარიანტში შინაგან საქმეთა სამინისტრო მიყურადების პროცესიდან საერთოდ გამორიცხულია. ე.წ. გასაღები რჩება სასამართლოს, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი ზედამხედველობას ახორციელებს [დეტალები].

მარგველაშვილის გადაწყვეტილებას უკვე მოყვა კომენტარები. ჩვენ არ ვართ განწყობილი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, მაგრამ როგორი იქნება "რესპუბლიკელების" პოზიცია, გამოჩნდება მას შემდეგ, რაც ვნახავთ, უშუალოდ რას გვთავაზობს პრეზიდენტი გასაზიარებლად, - ასეთი კომენტარი გააკეთა დავით ბერძენიშვილმა გიორგი მარგველაშვილის მიერ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტზე ვეტოს დადების შესახებ.

კამპანია "ეს შენ გეხებაში" შემავალი ორგანიზაციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტისთვის ვეტოს დადებას მიესალმებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა განუცხადა, მათი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პრეზიდენტს ვეტოს უფლება გამოეყენებინა, რადგან ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი ფაქტობრივად მოსმენების დაკანონებას წარმოადგენდა.

საკუთარი მოსაზრება სოციალურ ქსელ Facebook-ზე გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალექსანდრე თამაზაშვილმა.

Facebook/ ალექსანდრე თამაზაშვილი:

პრეზიდენტი, რომლისთვისაც მართლაც კარდაკარ ვიარეთ, რომ რეიტინგი აგვეწია და გაგვეყვანა, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც წინასწარ დააანონსა ერთ- ერთმა კოლეგამ ნაციონალური მოძრაობიდან , მან წინასწარ იცოდა დეტალურად ვეტოს შინაარსი !

გული ამაზე მწყდება... სხვა ისეთი არაფერი არ მომხდარა, ბერკეტი აქვს და იყენებს.. უბრალოდ დღეს მაგ ბერკეტსაც დაკარგავს.. არა კი არ ვართმევთ, უბრალოდ ვეტოს დავძლევთ!", - დაწერა თამაზაშვილმა.

ე.წ. გასაღებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივის მიხედვით, ფარული მოსმენების განმახორციელებელ ორგანოდ კვლავ შსს რჩება, უბრალოდ პროცესში სასამართლოს როლი ძლიერდება. როგორც ჟურნალისტებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ განუცხადა, ქვეყნის პირველი პირის შენიშვნის თანახმად, სასამართლო გარდა ნებართვის გამცემისა მოსმენებზე ელექტრონული თანხმობის მიმცემიც იქნება.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა