წიგნების ქალაქი

წიგნების ქალაქი

ჰეი ონ უაი - ინგლისის ერთი პატარა ქალაქია, რომელსაც ხშირად "წიგნების ქალაქსაც" უწოდებენ. აქ 40-ზე მეტი წიგნის მაღაზიაა, სადაც ადამიანებს ყველა სახის ლიტერატურის შეძენა შეუძლიათ. გარდა ამისა, ქალაქში იმართება ლიტერატურული ფესტივალები, რომელსაც ყოველწლიურად 80 000-ზე მეტი გამომცემელი, მწერალი და ლიტერატურის მოყვარული ადამიანი სტუმრობს.

ყველაფერი კი 1961 წელს, ვინმე რიჩარდ ბუტმა დაიწყო, რომელმაც პირველი ბუკინისტური მაღაზია ერთ-ერთ სახანძრო სადგურში გახსნა. გარკვეული დროს შემდეგ რიჩარდი ამერიკაში გაემგზავრა, საიდანაც დიდი რაოდენობით წიგნების გამოგზავნა დაიწყო. დროთა განმავლობაში მამაკაცის ინიციატივას ბიბლიოთეკებიც შეუერთდნენ, თითქმის ყველა მაღაზიაში გაჩნდა გასაყიდი წიგნების თარო.

1970 წელს, ქალაქი მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი "წიგნების ქალაქის" სახელით. ამჟამად, ჰეი ონ უაიში ყოველ წელს 500 000 ტურისტი ჩადის. 1988 წლიდან ქალაქში "ლიტერატურისა და ხელოვნების ფესტივალი" იმართება. ფესტივალის არსებობის განმავლობაში, მას სტუმრობდნენ დევიდ საიმონი, სტივენ ფრაი, სალმან რუშდი და საიმონ სინგხი.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს