ბოიკოტი აკაკი გოგიჩაიშვილს - "ბიზნესკურიერის" წამყვანს სოციალურ ქსელში უპირისპირდებიან

ბოიკოტი აკაკი გოგიჩაიშვილს - "ბიზნესკურიერის" წამყვანს სოციალურ ქსელში უპირისპირდებიან

აკაკი გოგიჩაიშვილის "ბიზნესკურიერის" გადაცემას, სადაც სტუმრად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ჩოგოვაძე ჰყავდა, სოციალურ ქსელში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.  სოციალურ ქსელში შეიქმნა გვერდი, სადაც გოგიჩაიშვილის ამ გადაცემას აპროტესტებენ და ჟურნალისტური ქარტიის წარმომადგენლებს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ აკაკი გოგიჩაიშვილმა სტუმარს ვიქტორინაზე პასუხების გაცემა შესთავაზა, რომლითაც შეძლებდა გაერკვია, აქვს თუ არა ახალ ხელმძღვანელს შესაბამისი განათლება ტურიზმის სფეროში.

"აკაკი გოგიჩაიშვილის გადაცემა ბიზნესკურიერს არ უნდა უყუროს საღად მოაზროვნე ადამიანმა. ყოველგვარ ზღვარს ცდებიან. ის, რაც გოგიჩაიშვილმა იკადრა ტურიზმის ახალი უფროსის გიორგი ჩოგოვაძის ჩართვისას, არის სამარცხვინო და ყოველგვარ ჟურნალისტურ ეთიკას სცდება. რატომ აძლევს თავს უფლებას დაკითხვა მოაწყოს და მასწვალებლის როლში იყოს?

მოკლედ, ამ სამარცხვინო გადაცემას არავინ არ უნდა უყუროს და წესით მანდ ნორმალური ადამიანი აღარ უნდა მივიდეს !" - ავრცელებენ განცხადებას გვერდის ადმინისტრატორების მიერ.

ნახეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს