"წყალს ვნაყავთ!" - გოგა ხაჩიძე პრეზიდენტის ვეტოზე

"წყალს ვნაყავთ!" - გოგა ხაჩიძე პრეზიდენტის ვეტოზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტის განხილვის პროცესსა და პრეზიდენტის ვეტოს "ფეიბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება.

"ამდენი ხანია მოსმენების შესახებ კანონზე ვლაპარაკობთ, ვხსნით პრობლემის არსს, მაგრამ აზრი არ ჰქონია.

როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამაც ვერ გაიგო, რომ გასაღებების რაოდენობაში არ არის საქმე.

ან ვეტოს დადებას რა აზრი ჰქონდა, თუ მთავარი პრობლემა უცვლელი დარჩებოდა...

წარმოიდგინეთ ოთახი, რომლის კარსაც 1, 2, 3, 4... (რამდენიც გნებავთ) იმდენი გასაღები აღებს.

ჰოდა, რა აზრი აქვს რამდენი გასაღები აღებს ამ კარს და ვის ექნება ეს გასაღებები, თუ მოცემულობა ეგეთია, რომ ამ ოთახს მეორე - სრულიად უკონტროლო კარიც აქვს და ეს ოთახი საერთოდ შსს-ში მდებარეობს.

წყალს ვნაყავთ!", - წერს ხაჩიძე.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტს გუშინ ვეტო დაადო, - ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგნგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტი საბოლოო, მესამე მოსმენით პარლამენტმა ორი დღის წინ დაამტკიცა. კანონპროექტს 73 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი პარლამენტის 30 წევრი წავიდა. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ თინა ხიდაშელს და "თავისუფალ-დემოკრატებს".

იმ კანონპროექტის მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების უფლება შსს-ს რჩებოდა და ამოქმედდებოდა ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს