ეს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და სულის შემძვრელი აქციაა, რომელიც კი ჩატარებულა ბოლო პერიოდში. შოკის მომგვრელი სარეკლამო კამპანია სასოწარკვეთილმა მამამ წამოიწყო. ალექს სმიტის ვაჟს, ექვსი წლის ჰარისონს საკმაოდ მძიმე სნეულება აქვს - კუნთების თანდაყოლილი დისტროფია, რომელიც დიუშენის დისტროფიით არის ცნობილი. როგორც მამა ამბობს, მას უნატრია, მის ვაჟს სიმსივნე ჰქონოდა. "სიმსივნის მკურნალობას, სხვადასხვა სტადიებზე, დღეს ასე თუ ისე ახერხებენ. ჩემი შვილის შემთხვევაში კი არავითარი გამოსავალი არ არის. ამ დაავადების მქონე ადამიანის სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 25 წელია. ეს სნეულება არ არის სათანადოდ შესწავლილი მეცნიერების მიერ და მისი იშვიათობის გამო, დაფინანსებაც არ აქვს", - ამბობს ალექსი. ამიტომაც წამოიწყო მამამ კამპანია..
გაგრძელება