პოლონეთში აირჩიეს მერი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ გეია

პოლონეთში აირჩიეს მერი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ გეია

ქვეყანამ, რომელიც თავისი კონსერვატორული შეხედულებებითაა ცნობილი, ამ კვირაში შეძლო, სრულიად გაენადგურებინა ეს სტერეოტიპი. პოლონეთის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ სლუპსკის მოსახლეობამ მერად რობერტ ბიდრონი აირჩია, რომელიც ღიად აცხადებს საკუთარი ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ.

რობერტმა, რომელიც არც კი ცხოვრობს სლუპსკში და პარლამენტის ქვედა პალატის წევრია, არჩევნების მეორე ტურში მოსახლეობის ხმების 57% მოიპოვა. ბიდრონის თქმით, ამომრჩევლებისთვის არ ყოფილა გადამწყვეტი მისი სექსუალური ორიენტაცია. "არავინ დაინტერესებულა მსგავსი საკითხებით. ადამიანებს სურდათ საუბარი უმუშევრობაზე, ქალაქის განვითარებაზე", - განუცხადა ახალმა მერმა პოლონურ საინფორმაციო სააგენტოებს.

აღსანიშნავია, რომ ბიდრონი ქვეყანაში ცნობილია, როგორც ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველი და ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლი აქტივისტი. იგი პოლონეთის პარლამენტში 2011 წელს აირჩიეს, ანნა გროდზკასთან ერთად, რომელიც პარლამენტის პირველი ტრანსგენდერი წევრია.

მომზადებულია qz.com -ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს