შეიარაღებული თავდასხმა ჩოხატაურში

შეიარაღებული თავდასხმა ჩოხატაურში

ჩოხატაურის პოლიციამ ხულიგნობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც "გურიის მოამბეს" შსს ჩოხატაურის სამმართველოდან აცნობეს, სოფელ ერკეთში მცხოვრებმა ძმებმა თ კ-მ, გ.კ-მ და ა.კ-მ სოფელ ჯვარცმაში მცხოვრები ოლეგ რამიშვილის საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუხსნეს.

ცეცხლსასროლი იარაღიდან საცხოვრებელი სახლის მიმართულებით 10 ტყვიაა ნასროლი. მომხდარის თაობაზე პოლიციას თავად დაზარალებულებმა აცნობეს.

სამართალდამცავების განმარტებით, ეჭვმიტანილები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ამ დროისათვის თავდამსხმელთაგან ერთ-ერთი - გ.კ დაკავებულია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. თავდასხმის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა