ებოლაზე უფრო სახიფათო ვირუსები

ებოლაზე უფრო სახიფათო ვირუსები

ებოლას ჰემორაგიულ ვირუსზე პატარა ბავშვებმაც კი იციან. საშიში დაავადება, რომელმაც აფრიკის კონტინენტი მოიცვა და რომლის ცალკეული შემთხვევები ევროპასა და ამერიკაშიც გამომჟღავნდა.

ეს ისტორია კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ კაცობრიობამ შავ ჭირთან, ქოლერასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის შემდეგ, ნაადრევად გადაწყვიტა, რომ ყველა ვირუსის დამარცხება შეუძლია. იმ ვისურებს შორის, რომელიც კაცობრიობას ემუქრება, ებოლა მხოლოდ ერთ-ერთია. არსებობს ვირუსები, რომლებიც მასზე გაცილებით უფრო დამღუპველია.

მარბურგის ვირუსი - ჰემორაგიულ ცხელებას, რომელსაც მარბურგისა და ებოლის ვირუსები იწვევს, ბევრი საერთო აქვს. ამ ვირუსებით გამოწვეული დაავადებები გადამდებია, ახასიათებს მძიმე მიმდინარეობა და პრაქტიკულად 100-პროცენტიანი სიკვდილიანობა, ამიტომ მათ განსაკუთრებით საშიშ ინფექციებს მიაკუთვნებენ. დაავადებული ადამიანი გარშემო მყოფებისთვის ძალზე საშიშია - ვირუსი გამოიყოფა ცხვირიდან, ლორწოთი, ასევე - შარდით და სისხლით. დაავადება იწყება მწვავედ, ტემპერატურის 39-40 გრადუსამდე მომატებით, ხშირად - შემცივნებითაც. პირველივე დღეებიდან ვითარდება ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები: თავის ტკივილი, სისუსტე, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მოთენთილობის შეგრძნება. რამდენიმე დღის შემდეგ ყოველივე ამას ერთვის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაზიანება, იწყება ფაღარათი, სხვადასხვა ინტენსივობის სისხლდენა სხვადასხვა ადგილიდან. თანდათან ვითარდება გაუწყლოება, შეიძლება ადამიანს გონებაც დაებინდოს. დაავადებულთა ნახევარს აღენიშნება გამონაყარი, რომელიც მოიცავს სახეს, ხელისგულებსა და ფეხისგულებს. იშვიათად აღინიშნება ქავილიც. მძიმე შემთხვევებში სიკვდილი მეოთხედან ოცდამეშვიდე დღემდე დგება.

სურდო - ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრნობით ცნობილი გახდა, რომ ყოველწლიურად 500 000 ადამიანი სურდოსგან იღუპება, რაც გაცილებით მეტია, ვიდრე ებოლასა და სხვა ვირუსებით დაღუპული ადამიანების საერთო რიცხვი. ვირუსს გააჩნია მუტაციის უნარი, რის გამოც იგი განსაკუთრებით სახიფათო ხდება.

ცოფი - ცოფი ძალიან მძიმე ვირუსული დაავადებაა. ადამიანის დასნებოვნება შეუძლია დაავადებულ ძაღლს, კატას, მელიას, მგელს, ძროხას, ცხენს, ფრინველებსაც კი და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ადამიანისგან ინფიცირებაა გამორიცხული. ცოფის ვირუსი გარემოში დაავადებული ცხოველის ნერწყვთან ერთად გამოიყოფა და დაკბენილის ორგანიზმში ჭრილობიდან ან ლორწოვანი გარსიდან ხვდება. ნაკბენი ნებისმიერ შემთხვევაში სახიფათოა, ვინაიდან შესაძლოა, კბენის მომენტისთვის ცხოველს ჯერ კიდევ არ ეტყობოდეს დაავადების გარეგნული ნიშნები. ცოფის ვირუსი კბენის ადგილიდან თავისა და ზურგის ტვინისკენ არა სისხლის, არამედ ნერვული ღეროებისა და პერინერვული სითხის მეშვეობით გადაადგილდება. თავისა და ზურგის ტვინში მოხვედრილი ვირუსი ინტენსიურად მრავლდება და იწვევს ანთებით პროცესს, რომელიც ვლინდება საყლაპავი და სასუნთქი კუნთების კრუნჩხვით, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფით. თავის ტვინიდან ვირუსი ნერვული ღეროებითვე ხვდება კუნთოვან ქსოვილსა და სანერწყვე ჯირკვლებში. ტვინის უჯრედებში ვირუსის გამრავლება შეუქცევადია, ამ ეტაპზე მკურნალობა შეუძლებელია.

როტავირუსული ინფექცია - იგივე ბავშვების მკვლელი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსს ყოველწლიურად ნახევარი მილიონი ბავშვის სიცოცხლე მიაქვს. თუმცა, ლეტალური შემთხვევების დიდი წილი განვითარებად ქვეყნებზე მოდის და კრიტიკულ ფაქტორად ჰიგიენა რჩება. აშშ-ში როტავირუსული ინფექციით ყოველწლიურად ავადდება 1 მილიონი ბავშვი. აქედან ლეტალური შემთხვევები აღწევს 150-ს. ბავშვებსა და მოზრდილებში დაავადება შესაძლოა, მიმდინარეობდეს სუსტად გამოხატული ნიშნებით. ყველაზე ხშირად ავადდებიან ახალშობილები და 6-დან 24 თვემდე ასაკის ბავშვები. ნებისმიერი კლინიკური ფორმით დაავადებულმა ადამიანმა შეიძლება გაავრცელოს დაავადება და გადასდოს იგი გარშემომყოფებს.

შიდსი, ანუ შეძენილი იმუნური დეფიციტის სინდრომი - მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის 206 ქვეყანაშია რეგისტრირებული. შიდსის ვირუსით ინფიცირებულია 20 მილიონამდე ადამიანი, რომელთაგან 80% სქესობრივი გზით დაავადდა. (აქედან 70% ჰეტეროსექსუალურ, ხოლო 10% ჰომოსექსუალურ კავშირებზე მოდის ). აივ-ით ინფიცირებულია მსოფლიოში აღრიცხულ ნარკომანთა 80%. მეცნიერების მტკიცებით, ვირუსის შიმპანზედან ადამიანებში XIX საუკუნის ბოლოს ან XX საუკუნის დასაწყისში, კამერონის ტყეებში, მდინარე სანაგასთან ახლოს ან კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასას მიმდებარე ტერიტორიებში გავრცელდა. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, აივ ინფექციის პირველწყარო მონადირე გახდა, რომელსაც ნადირობისას შიმპანზემ უკბინა. ვირუსის დიდ არეალზე გავრცელებას ხელი შეუწყო აფრიკის კოლონიზაციამ და კონტინენტიდან იაფფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს