შიდსის ვირუსი დროთა განმავლობაში ძალას კარგავს

შიდსის ვირუსი დროთა განმავლობაში ძალას კარგავს

ადამიანის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) დროთა განმავლობაში ძალას კარგავს და ნაკლებად გადამდები ხდება, - ინფორმაციას ამის შესახებ, ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ავრცელებენ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ვირუსი მუტაციას განიცდის. როგორც გაირკვა, ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ვირუსს გაცილებით უფრო დიდი დრო სჭირდება შიდსის გამოსაწვევად. მეცნიერები თვლიან, რომ ვირუსში მიმდინარე ცვლილებები, დაავადებასთან ბრძოლას უფრო ეფექტურს ხდის. ზოგიერთი ვირუსოლოგის აზრით, დროთა განმავლობაში შიდსი თითქმის უსაფრთხო გახდება, თუკი მუტაციას გააგრძელებს.

"ჩვენ თვალს ვადევნებთ ევოლუციას, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება, საოცარია, რა სწრაფად ვითარდება ეს პროცესი, ვირუსი კარგავს დაავადების გამოწვევის უნარს და ეს მის განადგურებაში დაგვეხმარება", - აცხადებს პროფესორი გოლდერი "ბი-ბი-სი"-სთან ინტერვიუში.

მეცნიერები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ ანტივირუსული პრეპარატები აიძულებენ შიდსის ვირუსს, განიცადოს მუტაცია. "20 წლის წინათ, შიდსის განვითარების პერიოდი 10 წელს უდრიდა. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ეს ციფრი 12,5-მდე გაიზარდა. დროთა განმავლობაში იგი შესაძლოა, კიდევ უფრო გაიზარდოს და ადამიანები აღარ იგრძნობენ დაავადების არანაირ სიმპტომებს".

თუმცა, მეცნიერები ხაზგასმით ამბობენ, რომ ვირუსის დასუსტებული ვერსია ჯერ კიდევ სახიფათოა და შიდსის გამოწვევა შეუძლია.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს