ესენი რა ნარკოტიკს იღებენ, ხომ არ იცის ვინმემ? - გრიგოლ ვაშაძე

ესენი რა ნარკოტიკს იღებენ, ხომ არ იცის ვინმემ? - გრიგოლ ვაშაძე

ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში თანამდებობების დაკავების თემას ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმაურება.

"კაბინეტის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აკეთებენ განცხადებას, "...რომ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში ორი ქვეყნის ურთიერთობებს დააზიანებს". ესენი რა ნარკოტიკს იღებენ, ხომ არ იცის ვინმემ? ვინ ეკითხებათ სუვერენული ქვეყნის და სტრატეგიული მოკავშირის მთავრობის შემადგენლობაზე აზრის გამოთქმას? რა უფლება აქვთ დემოკრატიული არჩევნების შედეგად სუვერენული უკრაინის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა აკრიტიკონ რუსეთთან ერთად? ან ამ შემადგენლობის გამო ურთიერთობების გაუარესებით იმუქრებოდნენ საქართველოს სახელით? პრეზიდენტმა პოროშენკომ უფრო ცუდად იცის, რა სჭირდება მის ქვეყანას ვიდრე კალაძემ, სანიკიძემ და ქუცნაშვილმა? როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასეთ ტუტუცურ და ხეპრე განცხადებას აკეთებს, ამ ხელისუფლებისთვის სასურველი "შედეგი" მიღწეულია: საქართველოს და უკრაინის ურთიერთობებს უკვე მიადგა ზიანი. უკრაინა და მისი მთავრობა რომ დაგჭირდებათ, - ყველამ ვიცით რისთვის უპირველეს ყოვლისა, - მერე რას აპირებთ, თქვე საბრალოებო? რომაელები ამბობდნენ: "favete linguis!" ანუ, do me a favour, shut the fuck up.

P. S. "პრემიერის" განცხადებაზე, უკრაინას იარაღი არ მისცეთო, პოსტტრავმატული ტკივილების გამო კომენტარის გაკეთება შეუძლებელია," -წერს გრიგოლ ვაშაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს