დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება - მსახიობი პოლიტიკოსის ფრაზამ აღაშფოთა

დუტა სხირტლაძე ნინო ბურჯანაძეს უპირისპირდება - მსახიობი პოლიტიკოსის ფრაზამ აღაშფოთა

უკრაინაში ალექსანდრე კვიტაშვილის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნას საქართველოში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა. მმართველ გუნდში რადიკალურ განცხადებებს არ აკეთებენ, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის მთავრობის წევრის პარტნიორი ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნა მათთვის მისასალმებელი არ არის.

მათ შორის, ვინც უკრაინის მთავრობის ეს გადაწყვეტილება ყველაზე მძაფრად გააპროტესტა, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძეა. ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ "ჩვენ თუ სუვერენული სახელმწიფო ვართ, პრაქტიკულად უნდა მივიდეთ უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამდე".

ამასთან, ნინო ბურჯანაძე წუხილს გამოთქვამს უკრაინელი ხალხის მიმართ და ამბობს, რომ მათი მთავრობა სააკაშვილის მთავრობის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს.

"უკრაინის და უკრაინელი ხალხის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან მისი მთავრობა სააკაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომებს იმეორებს ბევრ რამეში. ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო, ხმა მიეწვდინა მეზობელ უკრაინაშიც კი სააკაშვილის და მისი რეჟიმის დანაშაულებრივი ხასიათის შესახებ. დღეს სააკაშვილი უკრაინაში არის წარმოჩენილი როგორც დემოკრატიული რეფომრების განმახორციელებელი, დემოკრატიული რეფორმების მამა საქართველოში. ჩვენმა ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიოსთვის გაეცნოთ თუ რა პრეტენზია აქვს ქართველ ხალხს სააკაშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ", - განაცხადა ბურჯანაძემ.

ქართულ საზოგადოებაში არსებობს ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელიც ბურჯანაძის ამ ფრაზას გამართლებულად მიიჩნევს, თუმცა უმრავლესმა ნაწილმა ბურჯანაძე ნათქვამის გამო გააკრიტიკა. ნინო ბურჯანაძის აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება მსახიობი დუტა სხირტლაძეც, რომელიც საკუთარ მოსაზრებას Facebook-ზე წერს:

"ნინო ბურჯანაძემ რა მაგარი იდეა მიაწოდა მთავრობას - უკრაინიდან ელჩი გამოიწვიეთ და დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვიტეთო... ეს ომის გამოცხადებას რომ ნიშნავს, არაფერია?!?!?!?! ვაი ჩვენ თავს. უკრაინასთან თურმე რა კარგი დამოკიდებულება გვაქვს... მაშინ აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენით ვაღიაროთ და ეგაა... სამფერი დროშაც ჩვენით გავარჭოთ ქვეყანას და ვსიო. თეთრსა და წითელს ცისფერიც მივამატოთ ზოლებში და მაგრად მოგვიხდება.(ხომმიხდებაესდროშასმაილი) რაღა დარჩა?!", - წერს მსახიობი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს