ყველამ იცის, რომ გაზიანი სასმელების სმა ძალიან მავნებელია. რატომ? იქნებ ხმები გაზვიადებულია და არც ისე ბევრი სიავე მოაქვთ, როგორც გვაშინებენ? ამ სტატიით თავად შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა, ღირს თუ არა გაზიანი სასმელების მოხმარება. არჩევანი თქვენზეა.
10 წუთის განმავლობაში, მას მერე, რაც ერთ ბოთლ გაზიან სასმელს დალევთ: ორგანიზმში 10 ჩაის კოვზი შაქარი ხვდება (დასაშვები ნორმის მაქსიმუმი). ამ შემთხვევაში ზედმეტი შაქრის გამო გული არ აგერევათ, რადგან სასმელში შემავალი ფოლიუმის მჟავა მის ორგანიზმში შეთვისებას უწყობს ხელს.
20 წუთის შემდეგ: სისხლში შაქრის შემცველობა მატულობს, რაც ინსულინის სწრაფ აწევას იწვევს. ღვიძლიც შესაბამისად რეაგირებს და შაქარს ცხიმად გარდაქმნის.
40 წუთის შემდეგ: კოფეინის შთანთქმის პროცესი სრულდება, ფართოვდება გუგები, მატულობს არტერიული წნევა, ღვიძლი მეტი შაქრის გადასროლას იწყებს სისხლში, ტვინის რეცეპტორები ბლოკავს ძილიანობის შეგრძნებას.