კეთილი საახალწლო რიტუალები, რომლებიც შეგიძლიათ ტრადიციად აქციოთ

კეთილი საახალწლო რიტუალები, რომლებიც შეგიძლიათ ტრადიციად აქციოთ

ყველა ოჯახს საკუთარი ტრადიციები გააჩნია, თუმცა, საახალწლო რიტუალები მაინც განსაკუთრებულია. ეს ყველაზე ჯადოსნური დღესასწაულია, რომელსაც ყველა თავისებურად ხვდება. ზოგიერთები 12 საათის შემდეგ გასართობად მიდიან, სხვები მთელი თვის განმავლობაში ემზადებიან ამ დღისთვის და აუცილებლად ამზადებენ საახალწლო სუფრას.

გთავაზობთ რამდენიმე საახალწლო იდეას, რომლებიც გაამდიდრებენ თქვენი საახალწლო რიტუალების სიას.

ახალი წლის დადგომასთან ერთად გააკეთეთ ქილა, რომელსაც ლამაზად მორთავთ და მასში ფურცელზე დაწერილ ყველა სასიამოვნო მოვლენას ჩააგდებთ, რომელიც მთელი წლის განმავლობაში შეგემთხვევათ. წლის ბოლოს, 31 დეკემბერს გახსენით ქილა და წაიკითხეთ ჩანაწერები. კარგი განწყობა და ღიმილი გარანტირებულია! წარმოიდგინეთ, რამდენი კარგი რამ ხდება მთელი წლის განმავლობაში, რაც არც კი გვამახსოვრდება.

უარყოფითი მოვლენების დამახსოვრება, რა თქმა უნდა, არ არის კარგი. მაგრამ თუ ცუდი მოვლენები არ გავიწყებთ თავს, შეეცადეთ გათავისუფლდეთ მათგან. ჩამოწერეთ ფურცელზე ყველა ცუდი ამბავი და დაწვით. ახალი წლის სუფთა ფურცლიდან დაწყება საკმაოდ სიმბოლური იქნება.

წარმოიდგინეთ, როგორ გამოუკეთდებათ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს განწყობა, როდესაც საფოსტო ყუთში ნამდვილ მისალოც ბარათს აღმოაჩენენ.

ვხაზავთ მთელი ოჯახის წევრების ხელის მტევნებს და კედელზე ნამდვილ საახალწლო ნაძვის ხეს ვაკეთებთ. ყველაზე დიდი ხელისგულები ცხადია, ქვემოთ მოიყრის თავს, ყველაზე პატარა კი ნაძვის ხის კენწეროდ გამოდგება. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ შეიცვლება ნაძვის ხის ზომები დროთა განმავლობაში.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უკვე გაიზარდეთ, გულში ყოველთვის უნდა იყოს სასწაულების ადგილი. დაწერეთ წერილი, რა გსურთ ახალ წელს ან საერთოდ, რას ელოდებით ახალი წლისგან. წლის ბოლოს გახსენით წერილი და ნახეთ, რამდენად ასრულდა თქვენი სურვილები.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს