რას სთხოვს თოვლის ბაბუას აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ექვსი წლის გოგონა, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა

რას სთხოვს თოვლის ბაბუას აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ექვსი წლის გოგონა, რომელმაც ლეიკემია დაამარცხა

"მე ანა კვალიაშვილი ვარ გორიდან, ექვსი წლის. დავამარცხე ლეიკემია.

მამიკო არ მყავს, რომ მას ვთხოვო რამე საახალწლოდ. იგი აგვისტოს ომში დაიღუპა გმირულად. მაშინ მე სულ 9 დღის ვიყავი... ამიტომ მე შენ გთხოვ ჩემო თოვლის ბაბუა ახალ წელს აიპოდი მომიტანე.

შენი ანა", - წერია წერილში, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სისხლის ბანკის სამედიცინო დირექტორმა თამთა დემურიშვილმა გამოაქვეყნა. თამთა დემურიშვილი გოგონას დახმარების მსურველთათვის დამატებით ინფორმაციას აქვეყნებს და წერს:

"გთხოვთ, გააზიაროთ და გადასცეთ თქვენს მეგობრებს, თანამშრომლებს და სურვილის შემთხვევაში, ამობეჭდეთ წერილი, მიაკარით საჩუქარს რომ არ აგვერიოს და ეს საჩუქრები მოიტანოთ მისამართზე, ყაზბეგის გამზირი 28/1 თინათინ მაღალაშვილის მოდის სახლი 593143633 სალომე ფონდის ანგარიშის ნომერია:

საბანკო კოდი - TBCBG 22

მიმღების დასახელება საქველმოქმედო ფონდი ,,საქართველოს საქმიანი ქალები-ქველმოქმედებისთვის“

ანგარიშსწორების ანგარიში - GE03 TB79 5913 6080 1000 03 GE20 TB79 591361801000 04 USD HARITABLE FUND ,,GEORGIAN BUSINESS LADIES FOR CHARITY".

ასევე დაგაინტერესებთ| აგვისტოს ომის გმირების ომამდე გადაღებული ფოტოები - დაუვიწყარი სახეები და სახელები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს