ეს ცნობილი ბავშვთა ექიმის - კომაროვსკის ცნობილი ფრაზებია. მათში ბევრ საინტერესოს ამოიკითხავთ:
* კარგი საბავშვო ბაღი ის არის, რომელშიც გთხოვენ მიიტანოთ საწვიმარი ქურთუკი და ბოტები, რათა ბავშვებმა ქუჩაში მაშინაც კი ისეირნონ, როცა წვიმს.
* ბავშვის გაჩენა მარტივია, ეს ყველამ იცის, მაგრამ არ იციან, შემდეგ როგორ უნდა მოექცნენ მათ.
*თუ სკოლაში ზარი იქნება ბავშვებისთვის და არა მასწავლებლებისთვის, და 15-წუთიანი შესვენების დროს კლასი განიავდება, ათჯერ იკლებს ჰაერში ვირუსების რაოდენობა და დაავადების რისკიც ათჯერ შემცირდება.
*მთავარი წესი ოჯახის კეთილდღეობისათვის - დედის ჯანმრთელობაა. მამამ დრო და დრო დედას ყველა უნდა მოაცილოს თავიდან, რათა მან შეძლოს ნორმალურად ჭამა, ძილი და სეირნობა.
*ქმარი მამად უნდა აღზარდო მანამ, სანამ ბავშვი ჩაისახება. ამ შემთხვევაში იქნებით ბედნიერები. თორემ ჯერ ათამამებთ და ისინი შემდეგაც ბავშვებივით იქცევიან.
*როდესაც გადაწყვეტთ, რომ პატარას დამატებითი საკვები სჭირდება - არ აჩქარდეთ, არ ინერვიულოთ და არ უსმინოთ ბებიას, რომელიც ამბობს, რომ 2 თვიდან ბავშვს კვერცხის გული სჭირდება.
*თუ ოჯახში ბავშვი ხშირად ხდება ავად, შეიძინეთ ძაღლი - ერთი ბავშვის გასეირნება ავიწყდებათ, ძაღლთან ერთად კი დღეში ორჯერ სეირნობენ.
გაგრძელება