"რამე იმოქმედეთ, თორემ ბრძენი კაცი ამდენ სტრესს ვერ გაუძლებს და თქვენ მოგადგებათ" - გოგა ხაჩიძე

"რამე იმოქმედეთ, თორემ ბრძენი კაცი ამდენ სტრესს ვერ გაუძლებს და თქვენ მოგადგებათ" - გოგა ხაჩიძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე მთავრობის საკადრო პოლიტიკას სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტს უძღვნის.

"როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრად, წინა დღით ოფიციალურად გაქცეული მინისტრის მოადგილე გყავს;

როდესაც ფინანსთა მინისტრად ნოდარ ხადური გყავს, რომლის „წარმატებულ საქმიანობაზე" ბიძინა ივანიშვილის და მთავრობის წევრების გარდა სიტყვა ვერავის დასცდება;

როდესაც ზემოთ ნახსენებ მინისტრს მაშინაც კი ვერ ცვლი, როცა ლარი ახალ-ახალი სიმაღლეებით „გვაოცებს", ეს ნიშნავს, რომ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში ხარ.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კადრებში გაქვს დიდი გარღვევა.

***

საქართველოს მთავრობა | Government of Georgia

არ მშურს თქვენი.

Irakli Garibashvili Official როგორ ხართ? რა ხდება ახალი?

ვინმე იქნებ გამოცვალოთ - ხადური, ჭიკაიძე, შავლიაშვილი, კვირიკაშვილი...

რამე იმოქმედეთ, თორემ ბრძენი კაცი ამდენ სტრესს ვერ გაუძლებს და თქვენ მოგადგებათ.

***

სასაცილოდ არ გვაქვს საქმეო - უთხრა დღეს მარგველაშვილმა ივანიშვილს.

სრულად ვეთანხმები".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს