ვერძი
ყურადღებით იყავით და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დღეს ბევრი რამ თქვენს მოთმინებასა და შრომისუნარიანობაზეა დამოკიდებული. იმედი რომ არ გაგიცრუვდეთ, გარშემო მყოფების იმედი ნუ გექნებათ.
კურო
კარგი დღეა ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება დღეს შეხვდეთ ძველ შეყვარებულს ან ახალ სიყვარულს. წარმატებული დღეა. ბევრს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა.
ტყუპი
მოერიდეთ კამათსა და დაპირისპირებას. მშვიდად და წყნარად შეხვდით სიახლეებს. ვინაიდან მარტოს მუშაობა გაგიჭირდებათ, დახმარებისთვის მეგობრებსა და კოლეგებს მიმართეთ.
კირჩხიბი
ზოგიერთს ძველ მეგობრებთან შეხვედრა და დროის სასიამოვნოდ გატარება ელის. ზოგმაც მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს ჯანმრთელობის მიმართ. დაუყოვნებლივ მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
ლომი
წარმატებული დღე გელით, მაგრამ ახალი საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა გაანალიზოთ, რჩევა სპეციალისტებს ჰკითხოთ. დღეს მოერიდეთ საქმიანობის შეცვლას და ახალგაცნობილებთან – გულის გადაშლას.
ქალწული
ეს დღე ნაკლებად გამოდგება მუშაობისთვის. სამაგიეროდ, კარგია აქტიური დასვენებისა და ბუნებაში სეირნობისთვის. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთდ. კარგი დღეა საყიდლებისთვისაც.
სასწორი
თუ დილით ცუდ განწყობაზე გაგეღვიძებათ, გარშემო მყოფებსაც ნუ გაუფუჭებთ ხასიათს. მოერიდეთ კონფლიქტებს. ფრთხილად იყავით ან არავინ მოგატყოთ, ან ფიზიკურად არ დაზიანდეთ.
მორიელი
ცვლილებების, სასიამოვნო ნაცნობობისა და შეხვედრების დღეა. ზოგიერთს მასპინძლის როლში მოუწევს ყოფნა; ზოგს საცხოვრებელი მისამართის, სამსახურის შეცვლა ელის.