მსოფლიოს ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი გარდაიცვალა

მსოფლიოს ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი გარდაიცვალა

დიდ ბრიტანეთში, 45 წლის ასაკში, მსოფლიოს ყველაზე ჭარბწონიანი ადამიანი კიტ მარტინი გარდაიცვალა."16 წლის ასაკში, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, იმდენად გასუქდები, რომ ლოგინს მიეჯაჭვებიო, გამეცინებოდა", - განაცხადა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში მარტინმა.

კიტი კუჭის დაპატარავების ოპერაციის გაკეთებიდან ზუსტად რვა თვის შემდეგ გარდაიცვალა. ეს მისი გახდომის ბოლო მცდელობა იყო. პაციენტის სიკვდილის შემდეგ, მისმა ქირურგმა პეტიცია შეადგინა, რომლის თანახმადაც იგი ფასტფუდზე გადასახადების დაწესებას მოითხოვს. ექიმის თქმით, უმუშევარმა მარტინმა ასეთი წონა სახლში ჯდომით და ფასტფუდის ჭამით დააგროვა. აღსანიშნავია, რომ ცხოვრების უკანასკნელ წლებში იგი ვერ ახერხებდა გადაადგილებას, ხოლო მის მოსავლელად 18 ადამიანის ერთობლივი მუშაობა იყო საჭირო. მამაკაცს ტანისამოსიც კი არ ჰქონია, რადგან მისი ზომის ტანსაცმელი არც კი არსებობს.

როგორც ცნობილია, მარტინი არ იყო დაოჯახებული. იგი 444 კილოგრამს იწონიდა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს