ჩეჩნეთში ბესლან წინწალაშვილს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ

ჩეჩნეთში ბესლან წინწალაშვილს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ

ჩეჩნეთში საქართველოს მოქალაქეს, 25 წლის ბესლან წინწალაშვილს ტერორისტული საქმიანობის ბრალდებით გაასამართლებენ. სააგენტო "კავკაზკი უზელის" ცნობით, წინწალაშვილს ბრალი ედება ჩეჩნეთის ორი მოქალაქის სირიაში გადაყვანასა და ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" სასარგებლოდ ბრძოლაში.

ჩეჩნეთის პროკურატურის ინფორმაციით, წინწალაშვილი ჩეჩენ მოქალაქეებს უცხოეთის პასპორტის დამზადებას და საქართველოდან სირიაში გადაყვანას დაპირდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 5-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმის სახით 500 ათასი რუბლის გადახდა ემუქრება.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა