როდესაც მისი შვილი დაიბადა, ეგონა, რომ ბედნიერი ცხოვრება ელოდა, მაგრამ...

როდესაც მისი შვილი დაიბადა, ეგონა, რომ ბედნიერი ცხოვრება ელოდა, მაგრამ...

ტრაგედია მოხდა. შვილის დაბადების შემდეგ კელი და მისი ქმარი უბედნიერესები იყვნენ. ოცნებობდნენ დიდ მომავალზე. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგა - ოჯახი ავტოკატასტროფაში მოყვა. კელის სერიოზული დაზიანებები არ ჰქონია, თუმცა მისი ქმარი ადგილზე გარდაიცვალა, პატარა ელი კი, რომელიც მაშინ ერთი წლის გახლდათ, რეანიმაციაში მოხვდა და ძლივს გადარჩა. რასაკვირველია, ქალმა უმძიმესი წუთები გადაიტანა, მაგრამ წლებთან ერთად მოერია ამ ძლიერ ტკივილს და ტრაგედია გადალახა.

10 წლის შემდეგ, კელიმ, რომელსაც უკვე მეორე და ძალიან მოსიყვარულე მეუღლე უმშვენებდა გვერდს, გადაწყვიტა, შეეკრიბა ყველა ის ადამიანი, ვინც მისი შვილი გადაარჩინა და ფეხზე დააყენა.

მან ჩაიფიქრა "მადლიერების პროექტი", თავად მოძებნა ყველა - მაშველებიან-ექიმებიანად, ვინც კი იყო ჩარეული მისი შვილის გადარჩენის პროცესში, პირადად გადაუხადა მადლობა და მიიწვია საგანგებოდ მათთვის მოწყობილ ბანკეტზე.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს