ბათუმში ხანძარი, სავარაუდოდ, შედუღებითი სამუშაოების დროს პიროტექნიკის მაღაზიაში ჩავარდნილმა ნაპერწკალმა გამოიწვია

ბათუმში ხანძარი, სავარაუდოდ, შედუღებითი სამუშაოების დროს პიროტექნიკის მაღაზიაში ჩავარდნილმა ნაპერწკალმა გამოიწვია

ბათუმში, ე.წ. ხოფას ბაზრობაზე ხანძარი სავარაუდოდ, შედუღებითი სამუშაოების დროს პიროტექნიკის მაღაზიაში ჩავარდნილმა ნაპერწკალმა გამოიწვია.

როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, პიროტექნიკის მაღაზიის გვერდით ობიექტზე შედუღებით სამუშაოები დილით დაიწყო. ერთ-ერთი თვითმხილველის, თორნიკე ფუტკარაძის თქმით, შედუღების დროს ნაპერწკალი ჩავარდა ფოიერვერკების მაღაზიაში, რის შედეგადაც პიროტექნიკა აფეთქა და ცეცხლი გვერდით მაღაზიებსაც გადაედო.

"მაღაზიას არემონტებდნენ. "სვარკის ისკრა" გადავარდა ფოიერვერკების მაღაზიაში. დაიწყო "ბომბაჩკებმა" აფეთქება, მერე ცეცხლი ავარდა და მოპირდაპირე მხარეს არსებულ კიდევ ერთ პიროტექნიკის მაღაზიას მოეკიდა", - აღნიშნა თორნიკე ფუტკარაძემ.

ხანძრის შედეგად 600-მდე კვადრატულ მეტრზე არსებული მაღაზიები დაიწვა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა