ხოფას ბაზრობაზე ხანძრის ადგილზე ცხედარია აღმოჩენილი

ხოფას ბაზრობაზე ხანძრის ადგილზე ცხედარია აღმოჩენილი

ბათუმში, ე. წ ხოფას ბაზრობაზე ცხედარია აღმოჩენილი. როგორც "ინტერპრესნიუსს" აჭარის გადაუდებელი სიტუაციების მართვის ცენტრის უფროსმა მამუკა თურმანიძემ განუცხადა, ჯერჯერობით დაუდგენელია მამაკაცის ცხედარია თუ ქალის. მისივე თქმით, მაშველები ვარაუდობენ, რომ ადგილზე მეორე ცხედარიც არის.

"ხოფას ბაზრობის მეხუთე რიგში აღმოჩენილია ცხედარი. ჯერჯერობით ვერ ვადგენთ მამაკაცის ცხედარია თუ ქალის. ველოდებით ექსპერტების მოსვლას, რომელიც დეტალებს დაადგენს. არ ვართ დარწმუნებული, ერთი ცხედარია თუ ორი", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

იხილეთ ასევე: ბათუმში ხანძარი, სავარაუდოდ, შედუღებითი სამუშაოების დროს პიროტექნიკის მაღაზიაში ჩავარდნილმა ნაპერწკალმა გამოიწვია

ნახეთ ვიდეო: "30 წლის ვარ, 22 წელი აქ მაქვს გატარებული და რაც მქონდა ყველაფერი დამეწვა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა