გამოკითხული 21 რესპოდენტიდან 20 - კახეთის გუბერნატორის მუშაობას უარყოფითად აფასებს

გამოკითხული 21 რესპოდენტიდან 20 - კახეთის გუბერნატორის მუშაობას უარყოფითად აფასებს

როგორ აფასებთ კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის მუშაობას - ამ კითხვით კახეთის საინფორმაციო ცენტრმა თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოქალაქეები გამოკითხა. გამოკითხული 21 რესპოდენტიდან გუბერნატორის მუშაობას 20 - უარყოფითად აფასებს.

"თელავი მოეშვა. მე თელაველი ვარ და თელავი ასეთი არ იყო"; "ყველაფერი უარესობისკენ მიდის. აბა რა კეთდება? მე ვერაფერს ვერ ვხედავ. დღითიდღე ჩიხში შევდივართ"; "არსად არაფერი აღარ არის, ყველაფერი გაჩერდა. პატრონი აღარ გვყავს. ადრე იმედი გვქონდა და ეხლა ვისი იმედი გვაქვს?"; "რამე რომ გაეკეთებინათ, ნარდს ვითამაშებდით?" - აცხადებენ უკმაყოფილო მოქალაქეები.

მოქალაქეები უკმაყოფილების ძირითად მიზეზად გაჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უმუშევრობას და მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა