ქართველი პოლიტიკოსების მოგვარე სკანდალური ქართველი ქალები

ქართველი პოლიტიკოსების მოგვარე სკანდალური ქართველი ქალები

მითი იმის შესახებ, რომ საქართველოში წარმატების მიღწევა ფულიანი და გავლენიანი ნათესავის ან მეგობრის გარეშე წარმოუდგენელია, დღესაც აქტუალურია. Ambebi.ge ცნობილი პოლიტიკოსების მოგვარე ქალბატონებით დაინტერესდა, რომლებმაც სახელი თავიანთი სკანდალური განცხადებებით და ნაბიჯებით გაითქვეს, ცნობილ პოლიტიკოსებთან კი მხოლოდ გვარი აკავშირებთ.

გიგი წერეთელი და ხატია წერეთელი

სკანდალი არც გიგი წერეთელს აკლია და არც მის მოგვარე მომღერალსა და მასაჟისტ ხატია წერეთელს. გიგი წერეთელი სკანდალში პოლიტიკური განცხადებების გამო ეხვევა, ხატია კი თამამი ნაბიჯების.

მომღერალი ხატია წერეთელი ქართულ შოუ-ბიზნესში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა, სკანდალური კლიპი გადაიღო და მსმენელს თავი დაამახსოვრა. თუმცა გასულ ზაფხულს მის მიერ ჯარისკაცებისთვის მიძღვნილმა სიმღერამ ყველა რეკორდი მოხსნა. ამ სიმღერის გამო სკანდალში გაეხვია, რადგან ჩათვალეს, რომ კლიპი თავდაცვის სამინისტროს მიერ იყო დაფინანსებული. კრიტიკის ქარცეცხლშიც გაატარეს, მაგრამ ფაქტი ერთია, სიმღერა რეიტინგული გახდა. ხატია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთელის მოგვარეა, თუმცა მასთან ნათესაობა არ აკავშირებს; ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.

ბიძინა ივანიშვილი და ლალა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი სკანდალების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა ბევრად განსხვავებულია სკანდალები, რომლებიც სექსუალური გარეგნობის მქონე, დიდმკერდიან ქალბატონს, ლალა ივანიშვილს უკავშირდება.

ლალა ივანიშვილი ისრაელში მოღვაწეობს. მომღერალი ქართველმა მსმენელმა სიმღერით "ზარი ისრაელიდან" გაიცნო, რომელშიც ნუგზარ ერგემლიძეც მონაწილეობს. რამდენიმე თვის წინ ლალას შესახებ რუსული პრესაც ალაპარაკდა. ის მოსკოვში ყაჩაღების მსხვერპლი გახდა. "Life News"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის და დააყაჩაღეს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოგვიანებით, გავრცელებულ ჭორებს თავად ლალა ივანიშვილმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ მას ივანიშვილი საერთოდ არ ჰყავს ნანახი და მასთან ნათესაობა უარყო.

ქრისტინე ძიძიგური და ზვიად ძიძიგური

ზვიად ძიძიგურის მოგვარე, მოდელი ქრისტინე ძიძიგური საზოგადოებას არც თამამი ნაბიჯებით აოცებს და არც სკანდალებით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით მის მოგვარე პოლიტიკოსზე. ის წარსულში ხშირად იქცევდა ყურადღებას ხმამაღალი განცხადებებით, მისი საფირმო ფრაზაა "შედეგი გვაქვს უზარმაზააააარიი".

ქრისტინეს და ზვიადს საერთო, გვარის გარდა, ის აქვთ, რომ ორივე პატივს სცემს ქართულ ტრადიციებს - ტრადიციულ სამოსს; ზვიად ძიძიგური ოჯახთან ერთად სადღესასწაულო რიტუალებს ჩოხაში გამოწყობილი ესწრება, რაც შეეხება ქრისტინეს, ის ყველგან აფიქსირებს თავის პატივისცემას ქართული ტრადიციების მიმართ. ცოტა ხნის წინ ის სამეფო ოჯახის რძალი გახდა და მოულოდნელად პრინც ხუან ბაგრატიონზე იქორწინა. სანამ სამეფო ოჯახის რძალი გახდებოდა, ქრისტინეს წარმატებული კარიერა ჰქონდა საფრანგეთში, მაგრამ ახლა მოდელობას თავი დაანება და პრინცესობით ტკბება.

გიორგი კანდელაკი და თინა კანდელაკი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი კანდელაკი სკანდალებში არასდროს ეხვევა, რასაც ვერ ვიტყვით მის მოგვარე ტელეწამყვანზე თინა კანდელაკზე. თინა კანდელაკი რუსეთში მოღვაწეობს და მუდმივად გამოირჩევა სკანდალური განცხადებებით. მას გიორგი კანდელაკთან მხოლოდ გვარი აქვს საერთო. თინა კანდელაკი პუტინის გულმხურვალე მხარდამჭერია, მკაცრად აკრიტიკებდა მიხეილ სააკაშვილს, მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს, "ნაციონალური მოძრაობა" კი არ უყვარს. შესაბამისად, გიორგი კანდელაკს თინა კანდელაკთან მხოლოდ გვარი აკავშირებს და საერთო არაფერი აქვთ.

ნუგზარ წიკლაური და ნინო წიკლაური

სკანდალური პარლამენტარი ნუგზარ წიკლაური, ბოლო დროს ეკრანზე იშვიათად ჩნდება. ის აქტუალური ბაჩო ახალაიას დაკავების შემდეგ გახდა, რასაც მალე მოჰყვა თავდასხმა პარლამენტარზე. როგორც თავად აცხადებდა, ის ელექტროშოკით სცემეს.

არ ვიცით, იცნობს თუ არა, მაგრამ ნუგზარ წიკლაურსაც ჰყავს ეპატაჟური მოგვარე ქალბატონი, რომელსაც ქართულ და რუსულ შოუ-ბიზნესში კარგად იცნობენ. ეს პროდიუსერი ნინო წიკლაურია. ნინო წიკლაური ზვიად გამსახურდიას ნათლულია, ის ადრე თბილისში ცხოვრობდა და სხვადასხვა მომღერლების პროდუსერი იყო, შემდეგ კი გიგა კვენეტაძეზე იქორწინა და საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდნენ. ნინომ გიგას კარიერის აწყობაში ხელი მაქსიმალურად შეუწყო, თუმცა მოულოდნელად დაშორდნენ. ეპატაჟურმა წიკლაურმა კი რუს ბიზნესმენზე იქორწინა, რომელიც ნავთობის ბიზნესშია ჩართული.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს