გზასაცდენილმა მულებმა ოჯახი დამინგრიეს და შვილები წამართვეს

გზასაცდენილმა მულებმა ოჯახი დამინგრიეს და შვილები წამართვეს

როდესაც უსმენ რესპონდენტს, რომელიც საკუთარ ტკივილზე გიყვება, რთულია, არ დაგაინტერესოს მეორე მხარის პოზიციამ. ამიტომ როდესაც ელენემ თავს დამტყდარი უბედურების შესახებ გვიამბო, სატელეფონო კომენტარის გაკეთება მის მულებსაც ვთხოვეთ, მაგრამ ქალებმა ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვეს, განსაკუთრებით კი ყოფილ რძალზე.

ელენე:

- 26 წლის ასაკში გარიგებით გავთხოვდი. ჩემი მომავალი მეუღლე გივი რომ ვნახე, არ მომეწონა, მაგრამ ერთმანეთი ჩემმა ნათლიამ გაგვაცნო და ისეთი მოწადინებული იყო, რომ მომერიდა და გათხოვებაზე თანხმობა განვაცხადე. ალბათ, ვიღაცას სულელი ვეგონები, მაგრამ მართლა ასე იყო. 21 წლის ვიყავი, როდესაც შეყვარებული ჩხუბის დროს მომიკლეს და ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ჩემი ქმარი გივი იქნებოდა თუ ვინმე გენადი. გაცნობიდან ერთ კვირაში ცოლად გავყევი.

- სამსახური გქონდათ?

- კი, ახლაც ვმუშაობ საბავშვო ბაღში. მასწავლებელი ვარ. ჩემი საქმე და ბავშვები მიყვარს და სიმართლე გითხრათ, გათხოვებაც შვილების გამო მინდოდა. გივის მშობლები გარდაცვლილი ჰყავდა. სამაგიეროდ, სახლში ორი უფროსი მული დამხვდა, ორივე გასათხოვარი. უმცროსი, ლეილა - ცუდად არ მექცეოდა. ხანდახან საჩუქარსაც მიკეთებდა ხოლმე. მაგრამ უფროსი – სანათა, ნამდვილი მონსტრი იყო. მასთან ერთად ჩემი ქმარი ზედმეტად ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდა.

- გივი მუშაობდა?

- არა, დები ინახავდნენ და მერე როგორც მივხვდი, თვითონ არ აძლევდნენ მუშაობის უფლებას. ნაბოლარა ძმას ხელის გულზე დაატარებდნენ. ისიც მთელი დღე დივანზე წამოკოტრიალებული ტელევიზორს უყურებდა ან კომპიუტერთან თამაშობდა.

იხილეთ სტატია სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს