ტრაგედია გორში: წლინახევრის ბავშვს საკვები გადასცდა

ტრაგედია გორში: წლინახევრის ბავშვს საკვები გადასცდა

გორის საავადმყოფოში მიყვანილი წლინახევრის ბავშვი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის პაატა ხარაბაძის განცხადებით, მცირეწლოვანი ბავშვი, ტრაქეაში საკვების ნარჩენის მოხვედრის შედეგად გარდაიცვალა. ბავშვს სასულე მილში ვაშლის ნაჭერი გადასცდა.

"სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ტრაგედია ვერ ავაცილეთ თავიდან. ბავშვს საკვები გადასცდა. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული იყო ჩვენთან მოყვანა, ჩვენი ექიმი მაინც ჩაერია, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. მასთან მხოლოდ ბებია იმყოფებოდა სახლში. ეს მოხდა გასულ კვირას", - განაცხადა საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა