"ვის გინდათ, რომ დეისაძე ჯოჯოხეთში მოხვდეს?" - არქიმანდრიტი ანთიმოზი ეპატაჟურ მწერალს დაუმეგობრდა

"ვის გინდათ, რომ დეისაძე ჯოჯოხეთში მოხვდეს?" - არქიმანდრიტი ანთიმოზი ეპატაჟურ მწერალს დაუმეგობრდა

სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა ფოტო, რომელშიც არქიმანდრიტი ანთიმოზი მსახიობ მიშა მესხთან და ეპატაჟურ მწერალ ერეკლე დეისაძესთან ერთად არის გადაღებული. ერეკლე დეისაძეს, მისი სკანდალური ტექსტების გამო, არასდროს ჰქონია მხარდაჭერა სასულიერო პირებისგან, ამიტომ ამ ფოტომ ქსელში გაოცება გამოიწვია. ფოტოს გავრცელების შემდეგ არქიმანდრიტი ანთიმოზი სოციალურ ქსელში სტატუსსაც აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ დროა, ქართველებმა სამუდამოდ დავივიწყოთ სიძულვილის ენა და თავი დავანებოთ ერთმანეთის ლანძღვა-გინებას.

Facebook/ არქიმანდრიტი ანთიმოზი:

"ვის გინდათ, რომ ერეკლე დეისაძე ჯოჯოხეთში მოხვდეს? ხელი აწიეთ.

მე არ მინდა.

მაქვს უფლება, არ მინდოდეს?

ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ქართველებმა სიძულვილის ენა, ერთმანეთის განკითხვა, ლანძღვა-გინება და სიყვარულის ენაზე გადავიდეთ.

იქნებ რამე გვეშველოს.

არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს