SOS! - 3 წლის გოგონა გამოჯანმრთელების და კეთილი ადამიანების მოლოდინში

SOS! - 3 წლის გოგონა გამოჯანმრთელების და კეთილი ადამიანების მოლოდინში

ელენე ჯიბლაძე 3 წლისაა და უკვე ხუთი ოპერაცია აქვს გადატანილი. ქერათმიან, ლამაზთვალება გოგონას ტრახიოსტომა აქვს გაკეთებული (ხელოვნური ნახვრეტი ყელში, რომელშიც ჩადგმულია სპეციალური მილი) და ვერ ლაპარაკობს, როცა რამე უნდა, ოჯახის წევრებს მიმიკებით უხსნის. პატარას ტირილიც არ შეუძლია.

ჯიბლაძეების ხუთსულიანი ოჯახი ერთ პატარა ქოხსაა შეკედლებული, სადაც იატაკიც კი არ არის. არადა, პატარა ელენესთვის გაციება არ შეიძლება.

"მცირე გაციებაზეც კი ცუდად ხდება. ორჯერ, ამის გამო კატასტროფის ბრიგადით მოგვიხდა მისი თბილისში გადაყვანა. როცა იცინის, ცელქობს ან უბრალოდ აქტიურობს, მაშინაც ცუდად ხდება" , - ამბობს ელენეს მამა რომან ჯიბლაძე.

ჯიბლაძეების ოჯახის ერთადერთი ნატვრა პატარა ელენეს გამოჯანმრთელებაა, თუმცა მათ საჭირო ოპერაციისთვის, რომელიც საქართველოში არ ტარდება, თანხა არ გააჩნიათ.

"დაბადებიდან მეორე დღეს გავუკეთეთ გულის ოპერაცია. თითქოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ექიმს შეცდომა მოუვიდა და ტრახიოსტომის მილი დაზიანდა, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით. გულზე პრობლემა მოიხსნა, მაგრამ ახლა მილის პრობლემა აქვს. საქართველოში ერთადერთი ადამიანი აკეთებდა ამ ოპერაციას, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ახლა კი ხელს ვერავინ კიდებს. საზღვარგარეთ მის ოპერაციას და სრულ გამოჯანმრთელებას კი 8 ათასი ევრო სჭირდება. ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, მიგვეტანა დასკვნა, რომელიც დაადასტურებდა, რომ მსგავსი ოპერაცია საქართველოში არ კეთდება, თუმცა, ამ დასკვნასაც ვერავინ გვიწერს. აღარ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, ვის მივმართოთ", - ამბობს ელენეს მამა.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა