ავარია ზერტის გადასახვევთან

ავარია ზერტის გადასახვევთან

სოფელ ზერტის გადასახვევთან ერთმანეთს მსუბუქი და სატვირთო მანქანები შეეჯახნენ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გულმკერდის არეში, ხოლო მისი მგზავრი ფეხის არეში ტკივილებს გრძნობდა.

"სატვირთო ავტომანქანა მოდიოდა ზერტიდან, ხოლო ეს მსუბუქი მანქანა უხვევდა ზერტისკენ. როგორც ჩანს, ერთმანეთს ვერ გაუგეს და მოსახვევთან შეეჯახნენ", - ამბობენ თვითმხილველები.

მსუბუქი მანქანის მძღოლი მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკაში ცხოვრობს. ხოლო სატვირთო ავტომანქანა კომპანია "მშენებელი 80"-ს ეკუთვნის. "სოფელ ზერტში სამუშაოებს ვაწარმოებთ, არხები გაგვყავს და იქიდან მოვდიოდით", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი. 

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა