მონიკა ბელუჩის დღემდე უცნობი ფოტოები

მონიკა ბელუჩის დღემდე უცნობი ფოტოები

იტალიელი მსახიობი მონიკა ბელუჩი 1964 წლის 30 სექტემბერს იტალიის ერთ-ერთ პროვინციულ ქალაქ ჩიტა-დი-კასტელოში დაიბადა. მამამისი ლუიჯი ბელუჩი სასოფლო-სამეურნეო სფეროს მუშაკი იყო, ხოლო დედამისი მარია გუსტინელი - პროფესიით მხატვარი. როგორც ცნობილია, ლამაზმანი უკვე 13 წლიდან მოდელად მუშაობდა. მონიკას მამის, პასკუალეს თქმით, იტალიის მომავალი სექს-სიმბოლო პირველად სტილისტმა პიერო მონტანუციმ აღმოაჩინა, რომელმაც მას პირველი ფოტოები გადაუღო.

ბელუჩის დებიუტი იტალიურ კინოში 1990-იან წლებში შედგა. კარიერის პირველ ეტაპზე იგი ეპიზოდურ როლებს იღებდა, თუმცა, სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვლა, რაც ბელუჩი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში - „დრაკულა“ მიიწვიეს, სადაც მან დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა. საქართველოში ბელუჩის განსაკუთრებული პოპულარობა 2000 წელს გადაღებულმა ფილმმა ”მალენამ” მოუტანა, სადაც მონიკამ ქვრივი ქალის როლის შეასრულა, რომლის სილამაზეც მამაკაცების ოცნებისა და ქალების შურის საგანი ხდება.

ამჟამად, მსახიობი ჯეიმს ბონდის გოგონას როლს ასრულებს ბონდიანას მორიგ ფილმში. აღსანიშნავია, რომ ჯეიმს ბონდის შესახებ გადაღებული ფილმების ისტორიაში, მონიკა ყველაზე ასაკოვანი ქალია, რომელმაც აგენტ 007-ის მეგობარი გოგონას როლი შეასრულა. გთავაზობთ მსახიობის ოჯახური ფოტოალბომიდან სურათებს, რომელიც მსახიობის მამამ MailOnline-ს უჩვენა.

იხილეთ ფოტოგალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს